გრიგოლ გეგელია

25 Sep. 2017, 07:45

ქვეყანაში მთელ რიგ პრობლემურ საკითხებზე დღის წესრიგს ქმნიან სრულიად გაუგებარი შინაარსის (ხშირად კი სრულიად უშინაარსო), ოდიოზური და პრიმიტიული ფიგურები. სიტუაცია შემაშფოთებელია.

სანამ ქვეყანაში დღის წესრიგს ქმნიან ბადურაშვილის ბებიები, “სვეცკი ნაშობა”, შუახანს გადაცილებული ურბანულად ჩაბრძენებული მოფაშისტო სნობი ქალები, ჭ კლასის “არტისტები” და მათი ყ კლასის ცოლ-ქმრები:

ამ ქვეყანაში გამორიცხულია დემოკრატიული დისკუსია სერიოზულ საკითხებზე!

გამორიცხულია ნებისმიერი ფორმის განვითარება!

გამორიცხულია ნებისმიერი ფორმის საჯარო დისკუსიის ჩამოყალიბება!

ყველა არხი, რომელიც ამას გზას უხსნის, ნაცვლად იმისა რომ ცოდნაზე დამყარებულ დემოკრატიულ განსჯას შეუწყოს ხელის, დამნაშავეა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ან რა იდიოტი უნდა იყო, უმწავევს ურბანულ და დემოგრაფიულ პრობლემაზე ამ კატეგორიის ხალხი ასაუბრო, თანაც თავისი პრიმიტიული, უვიცი, ფაშისტური გამოხტომებით, თავისი გულის ამრევი “ვაი-სვეცკობით” და ვაი-ევროპულობით, რომელიც სინამდვილეში ვაკეში კაპუჩინოს სმას ვერ სცდება, რეალურად კი სხვა არაფერია თუ არა მწვავე პროვინციალიზმის ნაირსახეობა.

სირცხვილია! საშინელი სირცხვილია! ამას წინ უარი ვთქვი ერთ ასეთ გადაცემაზე და გავაგრძელებ ყველა ფორმის ბოიკოტს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს,…