AP: ვიქტორ ორბანის აკრძალვის მიუხედავად, უნგრეთში პრაიდზე 100 000-მდე ადამიანი გამოვიდა
ფოტო: AP Photo/Rudolf Karancsi
უნგრეთში, შაბათს, 28 ივნისს 100 000-მა ადამიანმა მთავრობის აკრძალვა და პოლიციის ბრძანებები დაარღვია. ორგანიზატორების თქმით, ეს გამოსვლა უნგრეთის ისტორიაში ყველაზე დიდი LGBTQ+ Pride ღონისძიება იყო. ეს ყველაფერი ქვეყნის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის საჯარო პროტესტის ნიშნად მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას AP ავრცელებს.
მარტში ვიქტორ ორბანის მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიამ პრაიდი აკრძალა. თუმცა, მოქალაქეები მაინც რისკავდნენ, რათა ბუდაპეშტის პრაიდის 30-ე ყოველწლიურ მსვლელობაში მონაწილეობა მიეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონოდათ პოლიციასთან დაპირისპირებისა და დაჰკისრებოდათ დიდი ოდენობით ჯარიმები.
მსვლელობა ბუდაპეშტის მერიის შენობიდან დაიწყო, ქალაქის ცენტრში გაიარა და ერჟებეტის ხიდზე დუნაის მდინარე გადაკვეთა. პოლიციამ მარშრუტი შეცვალა, რათა მსვლელობა მემარჯვენე რადიკალთა მცირე ჯგუფისგან დაეცვა.
მსვლელობის მასშტაბები ორბანისთვის სერიოზული დარტყმად იქნა აღქმული. მისი რეიტინგი ეცემა, მაშინ როცა ახალი ოპოზიციური ძალა სოციოლოგიურ გამოკითხვებში ლიდერობს.
ორბანი და მისი პარტია ამტკიცებენ, რომ პრაიდი ბავშვების ზნეობრივი განვითარების უფლებებს არღვევს — რაც ახლად მიღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებამ სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე, მაღლა დააყენა.
მარტში დაჩქარებული წესით მიღებულმა კანონმა დანაშაულად ცნო 18 წლამდე პირებისთვის იმ ღონისძიებების გამართვა ან დასწრება, რომლებიც "აჩვენებენ ან პოპულარიზაციას უწევენ" ჰომოსექსუალობას. ორბანმა ღიად განაცხადა, რომ კანონის სამიზნე სწორედ ბუდაპეშტის პრაიდია.
ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრში დამატებითი ვიდეოკამერები დაამონტაჟა და გავრცელებული ინფორმაციით, სახის ამოცნობის ტექნოლოგიას მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის იყენებდა. ახალი კანონის მიხედვით, პრაიდზე დასწრებას შეიძლება 200 000 უნგრული ფორინტის (დაახლოებით 586 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა მოჰყვეს.
ეს აკრძალვა ორბანის მთავრობის მიერ LGBTQ+ უფლებებზე განხორციელებული უახლესი თავდასხმაა. მის მმართველობაში უკვე აკრძალულია ერთსქესიანთა ქორწინება, მათთვის შვილის აყვანა და ტრანსგენდერებისათვის სქესის ცვლილება ოფიციალურ დოკუმენტებში.
ბოლო კვირებში პოლიციამ არაერთხელ უარყო ორგანიზატორების თხოვნა მსვლელობის რეგისტრაციაზე. თუმცა ბუდაპეშტის მერმა გერგეი კარაჩონიმ მხარი დაუჭირა ორგანიზატორებს და განაცხადა, რომ პრაიდი მუნიციპალიტეტის ღონისძიებად ჩატარდებოდა — რაც, მისი თქმით, პოლიციის ნებართვას არ საჭიროებს.
მიუხედავად ამისა, მთავრობის პოზიცია უცვლელი დარჩა: პრაიდის ჩატარება, თუნდაც ქალაქის მხარდაჭერით, არალეგალურია. ამ კვირაში იუსტიციის მინისტრმა კარაჩონი გააფრთხილა, რომ პრაიდის ორგანიზება ან მისი პოპულარიზაცია შეიძლება ერთწლიანი პატიმრობით დაისაჯოს.
ბევრმა მონაწილემ აღნიშნა, რომ პრაიდზე გამოსვლა არ ეხებოდა მხოლოდ სექსუალური უმცირესობების უფლებებს — არამედ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
კომენტარები