ჩვენ მატყუარები ვიყავით — ნახეთ ახალი საზაფხულო თრილერი ვამპირის დღიურების შემქმნელისგან (ტრეილერი)
ფოტო: Amazon Prime Video
ზაფხულში თუ რომანტიკული კომედიების ყურებას ფსიქოლოგიური თრილერის ან ჰორორის ნახვას ამჯობინებ, ეს ახალი სერიალი შენს ყურადღებას უთუოდ მიიქცევს. Amazon Prime Video-ზე სულ ახლახან შედგა პრემიერა სერიალისა, რომლის უკანაც, არც მეტი, არც ნაკლები, ვამპირის დღიურების შემქმნელი ჯული პლეკი დგას. We Were Liars ("ჩვენ მატყუარები ვიყავით") ამავე სახელწოდების ბესტსელერ რომანს ეფუძნება.
სერიალში ამბავი ერთი ოჯახის გარშემო ვითარდება. სინკლერებს, ერთი შეხედვით, ყველაფერი აქვთ, ოჯახური იდილიაც და სიმდიდრეც, რომლის წყალობითაც ზაფხულებს კერძო კუნძულზე ატარებენ. თუმცა, ყველა ზაფხული ერთიმეორეს როდი ჰგავს; ქეიდენს სინკლერ ისტმენი კუნძულზე თავის ნათესავებთან, ჯონისთან და მირენთან, და ბიჭთან, სახელად გეტთან, ერთად "მატყუარების" წრეს აყალიბებს. ერთ-ერთ ზაფხულს მომხდარი საშინელება ქეიდენსს თავის მძიმე ტრავმის გამო არ ამახსოვრდება, მაგრამ ორი წლის შემდეგ კუნძულზე ჩასულ მოზარდს მოგონებები ნელ-ნელა უბრუნდება და საზარელი ზაფხულის საიდუმლოდ შემორჩენილ ამბავსაც იხსენებს...
ჩვენ მატყუარები ვიყავით ამერიკელი მწერლის, ე. ლოკჰარტის, 2014 წელს გამოქვეყნებული მოზარდული (YA) რომანია, რომელიც 35-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და მთელ მსოფლიოში სამ მილიონამდე ეგზემპლარადაა გაყიდული. ჯული პლეკი კი, რომლის გახმაურებულ სერიალებს შორისაა ასევე ვამპირის დღიურების სპინ-ოფი პირველყოფილები და ვამპირების აკადემია, ლოკჰარტის წიგნით დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა დაინტერესებული.
"ამ წიგნს წლების განმავლობაში დავდევდი", — აღნიშნავს სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი, — "ერთ-ერთი საუკეთესო YA რომანია, რომელიც წამიკითხავს და მერე კიდევ არაერთხელ გადავიკითხე. იდუმალი, რომანტიკული და სულისშემძვრელი ამბავია".
აღსანიშნავია, რომ წიგნს მოჰყვა წინაისტორია, "პრიკველი" — მატყუარების ოჯახი. შემოდგომაზე გამოიცემა რომანის გაგრძელებაც. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვება თუ არა მეორე სეზონი სერიის ეკრანიზაციას.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
კომენტარები