მოსამართლეთა ხელფასები 2-ჯერ და მეტჯერ, ₾14 600-მდე იზრდება — რა იცვლება "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში?
ქართულ ოცნებას "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები შეაქვს, რომლის თანახმადაც სასამართლოში მედიის მუშაობა იზღუდება, ასევე იზრდება მოსამართლეების ხელფასი, პოზიციაზე ყოფნის წლები, იცვლება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი და იზღუდება მოსამართლესთან დაკავშირებით გამოხატვის ფორმები.
იზრდება მოსამართლეთა ხელფასები:
საგულისხმოა, რომ უზენაეს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში ხელფასები თითქმის 2-ჯერ და მეტჯერ იზრდება:
მიმდინარე წლის ბიუჯეტით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის (ნინო ქადაგიძის) ხელფასი 7000-დან 14 600 ლარამდე იზრდება;
მისი მოადგილეების — გიორგი მიქაუტაძის და ლევან თევზაძის — 6500 და 6300 ლარიდან — 13 432 და 13 140 ლარი;
უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეები 6 000 ლარის ნაცვლად 12 410 ლარს მიიღებენ;
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის (მიხელ ჩინჩალაძის) ხელფასი 5800-დან 12 264 ლარი იქნება;
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის (ვასილ მშვენიერიძის) ხელფასი კი 4600 ლარიდან 11 972 ლარამდე იზრდება.
IPN-ის ცნობით, კანონპროექტით განსაზღვრული კოეფიციენტების დათვლის მიხედვით, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მოსამართლეთა თვიური სარგო ასეთი იქნება:
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 14 600 ლარი;
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე — 13 432 ლარი;
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე — 13 140 ლარი;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა უზენაეს სასამართლოში — 12 410 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე — 12 264 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 12 118 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე — 11 972 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა სააპელაციო სასამართლოში — 11 826 ლარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე — 11 972 ლარი;
სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 11 388 ლარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე — 11 388 ლარი;
სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები — 10 950 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე/მაგისტრატი მოსამართლე, რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში – 10 512 ლარი.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით არის განსაზღვრული:
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა — 7 000 ლარი;
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა — 6 500 ლარი;
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა — 6 300 ლარი;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა — 6 000 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა — 5 800 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა — 5 600 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისა — 5 300 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა — 5 000 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისა — 4 600 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისა — 4 300 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა, მაგისტრატი მოსამართლისა — 4 000 ლარი;
რეზერვში მყოფი მოსამართლისა — 500 ლარი.
იკრძალება მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, იკრძალება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ვითარებაში მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, მათ შორის — ვერბალურად და უხამსი ქმედებით.
"მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას", — წერია კანონპროექტში.
იზრდება მოსამართლეთა მანდატები უზენაეს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოში:
უზენაესი სასამართლო
დიდი პალატა, რომელიც შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების
თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ დაკომპლექტება 2-ის ნაცვლად 3 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან;
უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 5 წლის
ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ნაცვლად 3 წლისა;
უზენაესი სასამართლოს პალატის თავმჯდომარეს 5-ის ნაცვლად 10 წლის ვადით აირჩევენ.
სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარეებს კი 3-ის ნაცვლად 5 წლით აირჩევენ.
ცვლილება სააპელაციო სასამართლოში
სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს 5-ის ნაცვლად 10 წლით აირჩევენ;
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოადგილეს კი 5 წლის ნაცვლად 10 წლის ვადით აირჩევენ.
რაიონული სასამართლო
სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეები 5-ის ნაცვლად 10 წლის ვადით დაინიშნებიან;
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 5-ის ნაცვლად 10 წლის ვადით დაინიშნება;
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე 10 წლის ვადით აირჩევა;
კანონპროექტს ოცნების პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში სამივე მოსმენით მიიღებენ.
კანონპროექტის ინიციატორები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
კომენტარები