პაატა მანჯგალაძე

22 Jun. 2025, 12:12

"თეირანის იმ დარბაზში, სადაც ირაკლი კობახიძე იჯდა სკანდირებდნენ "სიკვდილი ამერიკას!"

დღეს მის გვერდით მსხდომთაგან უმრავლესობა ან გარდაცვლილია, ან მიწისქვეშა ბუნკერებში იმალება.

ნიშნის მოგების გარეშე, გულწრფელად გეკითხებით, დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებით, ამ საგარეო პოლიტიკით რა მშვიდობა და უსაფრთხოება მოგაქვთ საქართველოსთვის?

ვის გზას გვაყოლებთ? მკვდრების?

გაკოტრებული რეჟიმების?

თუ თქვენი არჩევანია იდგეთ იმ ღერძზე, რომელიც ერთდროულად ებრძვის დასავლეთს, უკრაინას, საკუთარ ხალხს და თავისუფლებას მაშინ თქვით პირდაპირ.

ლუკაშენკომაც კი იგრძნო, საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის ლიდერებს და თქვენ რას აკეთებთ?

ლიდერები და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები ისევ ციხეში არიან; კრიტიკა ითვლება დანაშაულად; დასავლეთი გამოცხადებულია მტრად.

მართლა სად ჯანდაბაში მიათრევთ ამ ქვეყანას? ვინ მოგცათ უფლება, საქართველოს მომავალი დაბლოკოთ და თქვენს ბნელ გარიგებებს გადააყოლოთ ქვეყანა.

რას იმალებით? გამოდით. თქვით ღიად სად ხართ.

დასავლეთის პარტნიორი ხართ?

თუ ისევ არარსებულ საფრთხეებს ებრძვით, რომ პასუხისმგებლობა აირიდოთ?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  3. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  4. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა

შარშან ჩინეთის დედაქალაქ პეკინში რობოტების ნახევარმარათონი გაიმართა. ზოგმა მათგანმა ფინიშის ხაზამდეც კი ძლივს მიაღწია.…