"ძალიან სახალისოა" — მოძრავი წიგნის მაღაზიის ამბავი
Bad B-ს მფლობელმა ლიზა ფილიპემ კითხვისადმი ენთუზიაზმი თავის ცისფერ სუძუკში, სახელად დედოფალში მოათავსა და გაუყვა გზას სასიყვარულო წიგნების გასაყიდად.
მისი თავგადასავალი სასიყვარულო წიგნების მოძრავი მაღაზიით იწყება, რომელიც ახლახან გრანდიოზულად გაიხსნა სავაჭრო ქუჩის მიმდებარედ Bigger-ის ბაზარზე.
"ყოველთვის მინდოდა წიგნის მაღაზია მქონოდა, მაგრამ როგორც წესი, სამსახურეობრივ და ოჯახურ მოვალეობებს ვერსად გავურბივართ და ამიტომ, ოცნებებს ასრულება არ უწერიათ, სანამ ამისთვის შესაფერისი დრო არ დადგება. ეს სწორედაც შესაფერისი დროა" — ამბობს ის.
მას სურდა შეეძინა ადგილობრივი წიგნის მაღაზია, რომელიც ფასდაკლებით იყიდებოდა, მაგრამ მოძრავი წიგნის მაღაზიის იდეა მოსვენებას არ აძლევდა.
"ოცნების ახდენას ვილმინგტონში შევძლებ, რადგან აქ მსგავსი არაფერია" — თქვა მან, როდესაც თავისი ახალი ბიზნესის კონცეფციაზე საუბრობდა. "მე ვიმოგზაურებ და მივალ იმ ადგილებში, სადაც არც ერთი წიგნის მაღაზია არ არის".
ლიზა პოპულარული საკითხავების სიიდან სხვადასხვა სახის სასიყვარული წიგნებს ყიდის, დაწყებული ისეთი წიგნებიდან როგორიცაა ემილი ჰენრის სასაცილო ამბავი (Funny Story), დასრულებული — ადგილობრივი დამოუკიდებელი ავტორების წიგნებით.
ამავდროულად ლიზა ნიუ-იორკ თაიმზის ბესტსელერების ავტორებისთვის მუშაობს და წიგნის ტურებს აორგანიზებს. მისი თქმით, თავისი სამსახურის მეშვეობით რომანტიკული წიგნებისადმი სიყვარული ხელახლა აღმოაჩინა.
"ზოგიერთი ჩემთვის ძვირფასი წიგნი აქ არის" — თქვა მან გასაყიდი წიგნების არჩევისას. "ბევრ ისეთ წიგნს ვყიდი, რომელიც მე თვითონ წამიკითხავს, მაგალითად ბესტსელერებს. ამასთან, ხელშეკრულებებს ვუგზავნი იმ დამოუკიდებელ ავტორებს, რომლებსაც ჩემს სატვირთოზე მოხვედრა სურთ".
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ მწერლებს. მას ამ ავტორების დახმარება სურს, რათა უფრო მეტ თაროზე გაჩნდეს მათი წიგნები. გარდა ამისა, ფილიპეს აქვს ისეთი წიგნებიც როგორიცაა ფენტეზი და LGBTQ ლიტერატურა, რათა მყიდველს სასიყვარულო წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს.
ფილიპეს მოძრავ წიგნის მაღაზიაში სხვა ნივთებსაც იპოვით. წიგნის სანიშნეები, თემატური სტიკერები და დიდი ჩანთები — ამ ნივთებს ის დამწყები ბიზნესებისგან ყიდულობს.
"მომწონს, როცა კრეატიულ ხალხს ვეხმარები. ახალბედები მხარს ვუჭერთ ახალბედებს" — ამბობს ლიზა.
ფილიპე ჰყვება, როგორი ბედნიერი იყო, როცა სატვირთო მოიყვანა და რამხელა შრომა ჩადო თავის საქმეში. კვირების განმავლობაში გაწეული ძალისხმევის შედეგად — მათ შორის რეკლამირება, საქონლის შესყიდვა და წიგნების არჩევა — ყველაფერი დალაგდა.
"ყოველთვის მინდოდა საკუთარი წიგნების მაღაზია. თუმცა ეს გაცილებით სახალისოა, რადგან არასდროს არ ვარ ერთსა და იმავე ადგილას გაჩერებული. შემიძლია წავიდე იქ, სადაც მინდა. შემიძლია წავიდე ჰემპსტედში ან მაიმუნის გზაჯვარედინზე (Monkey Junction) და იქ გავყიდო წიგნები. ეს ძალიან სახალისოა" — ამბობს ლიზა.
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
კომენტარები