რაჟდენ კუპრაშვილი: "თუ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს, რომ კანონი [FARA] არ აღასრულოს, რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად"
"თუ დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს, რომ კანონი [FARA] არ აღასრულოს, რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, — ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა,რაჟდენ კუპრაშვილმა FARA-ს აღსრულების მექანიზმებზე საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, მისი თქმით, "მათი მანდატი არ არის გამოიძიონ საქმეები სისხლის სამართლის მიმართულებით. ჩვენი მანდატი არის დავადგინოთ კონკრეტული სუბიექტები ექვემდებარებიან თუ არა ფარაში რეგისტრაციას", — თქვა კუპრაშვილმა.
მანამდე ბრიფინგზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა Fara-ს კანონთან მიმართებაში ანტოკორუფიული ბიუროს როლზე ისაუბრა და თქვა, რომ "ანტიკორუფციული ბიურო კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტებისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს".
"საქართველოს კანონის Fara-ს აღსრულების მიზნით სათანადო ღონისძიებებს ასევე ვახორციელებთ გრანტების თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების, ასევე მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს. კანონის უზენაესობის და აღსრულების პროცესში ბიურო უფლებამოსილია გამოითხოვოს საჭირო ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაცია", — განაცხადა კუპრაშვილმა.
მისი თქმით, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ "არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას".
"დღის განმავლობაში რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივაწოდო სრულყოფილი ინფორმაცია — უპირველეს ყოვლისა ვაცხადებ, რომ კანონის უზენაესობა და მისი აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენს მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართული არის მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა", — განაცხადა კუპრაშვილმა.
მისი თქმით, "არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას".
კუპრაშვილის განცხადებას "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია გამოეხმაურა და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი ცრუობს. მოცემულ დოკუმენტში წერია, რომ ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციას ბენეფიციარებზე დეტალურ ინფორმაციას სთხოვს, მათ შორის ფოტო/ვიდეო მასალას.
"რაჟდენა ცრუობს, როცა ამბობს, რომ ბენეფიციარებზე ინფორმაცია არ მოუთხოვია საფარისთვის. იხილეთ სასამართლო ბრძანების ნაწილი და თქვენი თვალით ნახეთ, თუ არ წერია ბენეფიციარებზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა.
არ ინერვიულოთ ჩვენო ძვირფასო ბენეფიციარებო, ჩვენ კონფიდენციალურობას სულ დავიცავთ და არავის ხელში არ ჩავუგდებთ თქვენს პირად ინფორმაციას. უფრო მეტიც, ინფორმაციის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია და ძალითაც ვერავინ მოიპოვებს! დაგიცავთ ბოლომდე!", — წერს ბაია პატარაია.
პატარაიამ დღეს დილით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საფარმა" უკვე გაანადგურა მათი დაცვის ქვეშ მყოფების პერსონალური ინფორმაციას, რათა "თავიდან აერიდებინათ" მსგავსი მოთხოვნის შესრულება.
შეგახსენებთ, რომ ბრიფინგი არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ 17 ივნისს ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მოსთხოვეს.
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
კომენტარები