ანა წითლიძე

9 Jun. 2025, 12:37


"სანამ თინამ განცხადება არ გააკეთა მანამდე არ დავწერე.

ცხადია ვიცოდით რაც მოხდა.

ჩვენ, ყველას, ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წევრს თუ ლიდერს გაცნობიერებული გვაქვს რომ 13 წელია რუსულ რეჟიმს ვებრძვით და საფრთხის ქვეშ არიან ჩვენს ირგვლივ ყველა, მათ შორის პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრები.

მაგრამ სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა! ამიტომაც ვერ შეგვაშინებს რეჟიმი ვერასოდეს.

კოტეს გატაცების მიზანი თინაზე ზემოქმედების მოხდენა იყო.

თინა ვერ იყიდეს, ვერ დაიჭირეს, ვერ გადაიბირეს, ვერ გატეხეს — მათ შორის ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე.

ბიძინა ალბათ ელოდა რომ გუშინდელი ფაქტის, ქმრის გატაცებისა და შვილებზე მუქარის შემდეგ — თინას შეეშინდებოდა, უკან დაიხევდა და გადადგებოდა.

ვერ მივართვით!

თინა ბოკუჩავა — როგორც 13 წელი ვიარეთ, მტკიცედ და მედგრად, ასე ვივლით ერთად რეჟიმის ჩამოშლამდე!"

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე, ენმ-ის ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას ბრიფინგს ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ მისი ქმარი კოტე იოსელიანი გაიტაცეს და ბავშვების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ. სწორედ ეს გახდა იმ ვიდეოს ჩაწერის მიზეზი, რომელიც კოტე იოსელიანმა გუშინ, 8 ივნის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ის ბოდიშს უხდიდა უტა ივანიშვილს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს მოუწოდებს დავით გარეჯთან დაკავშირებით "ხმა ამოიღონ".…