პუტინი უკრაინას კომპრომისებზე წასვლას სთავაზობს — რაზე ილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა?
ფოტო: BBC
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მესამედ დაურეკა. საუბრის შემდეგ ორივე ლიდერმა მოკლე განცხადებები გააკეთეს. 2 პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის დეტალებზე და ამ საბრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებზე BBC წერს.
რაზე ილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა?
პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან "მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადებასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებისადმი მხარდაჭერისთვის".
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან ითანამშრომლოს "უკრაინის შესახებ მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მემორანდუმზე".
"ჩვენ შევთანხმდით აშშ-ის პრეზიდენტთან, რომ რუსეთი შესთავაზებს და მზადაა უკრაინულ მხარესთან ერთად იმუშაოს მემორანდუმზე შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რომელშიც განსაზღვრული იქნება მთელი რიგი პოზიციები, როგორიცაა, მაგალითად, დარეგულირების პრინციპები, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ვადები და ა.შ., მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტა, თუ შესაბამისი შეთანხმებები მიღწეული იქნება.
...რა თქმა უნდა, საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა გამოიჩინონ მაქსიმალური სურვილი მშვიდობისკენ და იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ყველა მხარეს მოერგება", — დასძინა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი თეზისი, რომ რუსეთისთვის მთავარია "ამ კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა".
დონალდ ტრამპმა პუტინთან საუბრის ტონს და განწყობას "შესანიშნავ" უწოდა. მისი თქმით, მოსკოვი და კიევი დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ზავის შესახებ.
"ახლახან დავასრულე ორსაათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასრულების შესახებ. ამის პირობებზე ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები გაიმართება, როგორც ეს უნდა მოხდეს, რადგან მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რომელთა შესახებაც არავინ იცის", — დაწერა მან ქსელში Truth Social.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება, რის შესახებაც, მისი თქმით, მან უკვე აცნობა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯო მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ "ვატიკანი ძალიან დაინტერესებული იქნებოდა მოლაპარაკებების წარმართვით".
სანქციებთან დაკავშირებული უთანხმოებები
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ტრამპთან ამ საუბრის დროს ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს.
"ევროპა და ამერიკა ერთიანები არიან ამ საკითხში: ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის გზაზე. ევროპა სანქციების მეშვეობით გააძლიერებს ზეწოლას მოსკოვზე. ჩვენ ამაზე შევთანხმდით აშშ-ის პრეზიდენტთან პუტინთან საუბრის შემდეგ", — დაწერა მერცმა X-ზე.
მერცის ფორმულირებიდან არ ჩანს, დაეთანხმნენ თუ არა ევროპელი ლიდერები ტრამპს ამერიკული სანქციების გამკაცრებაზე და თავად ტრამპმა, ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ განაცხადა, რომ მას ჯერ არ სურს ახალი სანქციების შემოღება.
როგორც Reuters იტყობინება, ორშაბათს საღამოს, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ არ უწესებდა ის ახალ სანქციებს რუსეთს, ტრამპმა უპასუხა:
"იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ გვაქვს შანსი, რაღაც გავაკეთოთ და თუ ამას [სანქციებს დავაწესებთ], ყველაფერი შეიძლება გაცილებით უარესი გახდეს. მაგრამ ოდესმე ეს შეიძლება მოხდეს", — ციტირებს აშშ-ს პრეზიდენტს Reuters.
ზელენსკი რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს
ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთზე დამატებითი სანქციებია საჭირო, თუ ის ომის გაჭიანურებას გააგრძელებს და მშვიდობიანი მოგვარებისთვის არარეალურ პირობებს წამოაყენებს.
"თუ რუსეთი არ შეწყვეტს მკვლელობებს, თუ არ გაათავისუფლებს პატიმრებსა და მძევლებს, თუ პუტინი არარეალურ პირობებს წამოაყენებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებს ომის გაჭიანურებას და იმსახურებს, რომ ევროპამ, ამერიკამ და მთელმა მსოფლიომ შესაბამისად მოიქცნენ, კერძოდ, დამატებითი სანქციებით უპასუხონ. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო და შესაძლოა ეს ნებისმიერ დღეს დაიწყოს. „უკრაინა ყოველთვის მზადაა მშვიდობისთვის", — დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
მან თქვა, რომ ორჯერ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს — რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან საუბრის დაწყებამდე და მის შემდეგ. მეორე საუბარს საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ფინეთისა და ევროკავშირის ლიდერები ესწრებოდნენ.
"ორმხრივი საუბრის დასაწყისში პრეზიდენტ ტრამპს დავუდასტურე, რომ ჩვენ, უკრაინაში, მზად ვართ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, რაზეც, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა ისაუბრა. მნიშვნელოვანია, რომ ეს წინადადება არ იყოს ბუნდოვანი. თუ რუსები მზად არ არიან შეწყვიტონ მკვლელობები, ამისთვის უფრო მკაცრი სანქციები უნდა იყოს. რუსეთზე ზეწოლა მას რეალური მშვიდობისკენ წაახალისებს — ეს მსოფლიოში ყველასთვის აშკარაა", — დასძინა ზელენსკიმ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, რომელიც შედეგს გამოიღებს.
"თურქეთი, ვატიკანი, შვეიცარია — ჩვენ ყველა შესაძლო ადგილს განვიხილავთ. უკრაინას ამაში დარწმუნება არ სჭირდება და ჩვენი წარმომადგენლები მზად არიან მოლაპარაკებებში რეალური გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი ასეთი პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის სარკისებურად მზად იყოს", — აცხადებს ზელენსკი.
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
კომენტარები