მრავალფეროვანი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ისტორიულ უბანში — მეტროპოლ ორთაჭალის მშენებლობა დაიწყო
ფოტო: მეტროპოლი
დეველოპერულმა კომპანია მეტროპოლმა ორთაჭალაში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის — მეტროპოლ ორთაჭალის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო.
მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსული კომპანიის ხელმძღვანელებმა მომავალ მობინადრეებთან ერთად ჩადეს. მეტროპოლში სჯერათ, რომ სახლის შეძენა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაფიქრია. სწორედ ამიტომ ეს განსაკუთრებული მომენტი მომავალ მცხოვრებლებთან ერთად აღნიშნეს.
ფოტო: მეტროპოლი
ახალი პროექტი ქალაქის ისტორიულ უბანში, გორგასლისა და გულიას ქუჩების კვეთაზე შენდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ სივრცეებს მოიცავს.
გიორგი მხეიძე, მეტროპოლის გენერალური დირექტორი: “ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსული ჩავდეთ. რამდენიმე თვის წინ დაწყებულმა გაყიდვებმა უკვე წარმატებული შედეგები მოიტანა. მეტროპოლის ყველა პროექტის მსგავსად, ორთაჭალის პროექტშიც, უახლესი მიდგომებია გათვალისწინებული, სამშენებლო პროცესი სრულად საერთაშორისო სტანდარტების დაცვით წარიმართება. კომპლექსს, რომელიც დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალ მანძილზეა, სარეკრეაციო სივრცე, სპორტული მოედნები და სოციალიზაციის სივრცეები ექნება. ყველაზე მეტად გვინდა, რომ ადამიანებს საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული ჩანაფიქრების რეალობად ქცევაში დავუჭიროთ მხარი “.
ფოტო: მეტროპოლი
კაფსულის ჩადების ღონისძიების შემდეგ ოფიციალურად გაიხსნა მეტროპოლის“~ ორთაჭალის გაყიდვების ოფისი. თანამედროვე კონცეფციით შექმნილი სივრცე მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებსა და მომსახურების მაღალ სტანდარტს სთავაზობს. ოფისის პირველ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ორთაჭალის ოფისს და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია პროექტსა და პირობებზე.
მამუკა იმედაშვილი, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე: “დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მეტროპოლ ორთაჭალის მშენებლობა უკვე დავიწყეთ. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს გააერთიანებს და თბილისის ისტორიულ უბანში გამორჩეულ საცხოვრებელ სივრცეს შექმნის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეს ასევე მეტროპოლ ორთაჭალის გაყიდვების ოფისი გაიხსნა, სადაც ჩვენი მომავალი მობინადრეები მომსახურებას თანამედროვე, კომფორტულ გარემოში მიიღებენ. ახალი კომპლექსის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეტროპოლის, როგორც სანდო, თანამედროვე და ნოვატორი დეველოპერის, როლს. ჩვენს მცხოვრებლებს ვპირდებით, რომ ყოველთვის შევთავაზებთ უძრავი ქონების მათზე მორგებულ, მრავალფეროვან ალტერნატივებსა და გამორჩეულ გამოცდილებას უკეთესი ცხოვრებისთვის. მოცემული აქტივობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მეტროპოლი აგრძელებს განვითარებას და ზრუნავს, როგორც არსებულ, ისე მომავალ მობინადრეებზე და მათ კომფორტზე“.
ფოტო: მეტროპოლი
პროექტის შესახებ
დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალ მანძილზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებსა და სოციალიზაციის სივრცეებს გააერთიანებს.
პროექტში მცხოვრებლების კომფორტული ცხოვრებისთვის ყველაფერი გათვალისწინებულია — სამდონიანი პარკინგი, კეთილმოწყობილი პავილიონები, პადელის მოედანი, ველო და სარბენი ბილიკები, საბავშვო სათამაშო მოედნები.
პროექტი 2 ბლოკს, 28 და 24 სართულიან კორპუსებსა და, ჯამში, 704 ბინასა და 8 ლიფტს გააერთიანებს. მოეწყობა სამდონიანი საპარკინგე სივრცე და შენობების ნაწილში კომერციული ფართიც გამოიყოფა.
ორივე ბლოკისთვის ინდივიდუალური სამდონიანი ავტოსადგომია გათვალისწინებული, სადაც ავტომობილის ელექტროდამტენები განთავსდება.
მთავარი, რაც მეტროპოლს გამოარჩევს, ადამიანებზე ორიენტირებული საცხოვრებლების შექმნაა. თითოეული დეტალი, რომელსაც ქმნიან, ადამიანს და მის კეთილდღეობას ითვალისწინებს — გამწვანების, ფუნქციური ზონების, განლაგების, ლოკაციის, დანიშნულებისა თუ ნებისმიერი სხვა პარამეტრის ჩათვლით.
ფოტო: მეტროპოლი
მეტროპოლ ორთაჭალის ადგილმდებარეობაც განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს. კომპლექსი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ტურისტულად დატვირთულ ზონაშია და, შესაბამისად, პირველადი დანიშნულების გარდა, უძრავ ქონებაში საინვესტიციოდაც ხელსაყრელია.
მშენებლობა 2027 წლის ბოლოს დასრულდება და ბინები ახალ მფლობელებს მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდებათ. პროექტით დაინტერესებულ პირებს სერვისს კონსულტაციებს დიმიტრი გულიას ქუჩა №4-ში მდებარე გაყიდვების სივრცეში გაუწევენ.
ფოტო: მეტროპოლი
ენერგოეფექტურობა და სამშენებლო მასალები
„მეტროპოლი“ სამშენებლო სექტორში მწვანე პრაქტიკის ხელშეწყობას განაგრძობს და ორთაჭალის პროექტშიც ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებას გეგმავს. მათ შორის არის გერმანული, უმაღლესი ხარისხის, YTONG-ის საფასადო ბლოკები და მშენებლობის პროცესიც, ენერგოეფექტურობის ჭრილში, სრულად მიჰყვება YTONG-ის სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
შენობა აღიჭურვება გათბობა-გაგრილების ენერგოეფექტური სისტემებით, ბუნებრივი ვენტილაციითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ატმოსფეროში – მავნე აირების გამოყოფას, მობინადრეებისათვის კი კომუნალურ გადასახადებს ამცირებს.
_____
მეტროპოლის შესახებ
დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა.
„მეტროპოლი“ გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 6 მიმდინარე და 5 დაგეგმილი პროექტია.
თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი მეტროპოლ ბაგები, ამჟამად პროექტების — მეტროპოლ ქავთარაძისა და მეტროპოლ ორთაჭალის მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, მეტროპოლის პირველი სუბურბანული პროექტის — მეტროპოლ ლისის მშენებლობა დაიწყო.
ბათუმში აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები — მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მეტროპოლ პარალელის მშენებლობა დაიწყო, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.
მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები