საქართველოს ბანკის ინვესტიცია განახლებადი ენერგიის სექტორში — აგროჰაბისა და Shine Energy-ის პარტნიორობა
ფოტო: საქართველოს ბანკი
უკვე არაერთი წელია, საქართველოს ბანკისთვის განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი მზისა თუ ქარის ელექტროსადგურების მოწყობისა და განვითარებისმიმართულების არაერთ ბიზნესს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს. ასევე, ეხმარება რესურსების დაზოგვასა და ენერგოეფექტურობის მიღწევაში. ამ მიზნით, ბანკმა კომპანია შაინ ენერჯისთან ერთად, ბიზნესებს მზის ელექტროსადგურის მოწყობისთვის შეღავათიანი პირობებიც შესთავაზა.
Shine Energy-ის სერვისითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა აგროჰაბმა, რომელმაც გასულ წელს 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მზის ელექტროსადგური მოაწყო.
აგროჰაბი ათწლიან ისტორიას ითვლის და დღეს უკვე ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტის ექვს ფილიალსა და სხვადასხვა მიმართულების საწარმოს აერთიანებს: მათ შორის რძის გადამამუშავებელ, ხორც-პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების საწარმოებს, საკონდიტროს, საცხობს, ცივი და ცხელი კულინარიის მიმართულებას, ფერმასა და სათბურს.
მზის ელექტროსადგური კომპანიამ ავჭალაში, ცენტრალური წარმოების და საწყობის სახურავზე მოაწყო, მისი სიმძლავრე 625 kW (DC)-ია.
“პირობები საკმაოდ ხელსაყრელი იყო, კმაყოფილები ვართ და კარგი ინიციატივაა ალტერნატიული ენერგიების განვითარებისთვის. ამასთან, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით. ამ პროექტის შემდეგ ვფიქრობთ, განვიხილოთ სადგურის სხვა ლოკაციებზე მოწყობაც“, — ამბობს გიორგი ილურიძე, აგროჰაბის ფინანსური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ინვესტიცია 230 000 აშშ დოლარი იყო, რომელიც სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ ი ფინანსური ინვესტიციაა.
“მოხარული ვართ, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების წახალისებით, არა მხოლოდ წვლილი შეგვაქვს გარემოზე ზიანის შემცირების პროცესში, არამედ ხელს ვუწყობთ გრძელვადიანი ღირებულებების მქონე პროექტების განხორციელებას ბიზნესში. განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული პროექტების მხარდაჭერით, ჩვენ ბიზნესებს საოპერაციო ეფექტურობის მიღწევასა და ხარჯების შემცირებაში ვეხმარებით. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მწვანე, მდგრადი ენერგო პროექტების განვითარებისთვის ფინანსური ინვესტიციების განხორციელებას“, — აცხადებს ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
Shine Energy, რომლის შეთავაზებითაც აგროჰაბმა ისარგებლა, მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანიაა და ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდული სისტემების მშენებლობას უზრუნველყოფს. უსაფრთხო, სუფთა და ამოუწურავი ენერგიის ათვისებასთან ერთად, Shine Energy-ის მთავარი მისიაა სოციალური, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში საკუთარი წვლილის შეტანაა.
“განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობა, სანდო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, სხვადასხვა შეთავაზება და სუბსიდია, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროექტების განხორციელებასა და კომპანიის გაძლიერებას. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობის შესაძლებლობა მოგვეცა. ბიზნესის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს შეთავაზებას. ამ დრომდე რამდენიმე პროექტი დავადასტურეთ და მშენებლობის ეტაპზე გადავდივართ, ხოლო რამდენიმე კი პროექტირების ეტაპზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შევამცირეთ პროექტების განხორციელების ვადა, რაც დამატებითი კომფორტია ჩვენი მომხმარებლებისთვის”, — ამბობს ნინა გადელია, კომპანია Shine Energy-ის დამფუძნებელი.
საგულისხმოა, რომ ამჟამად, Shine Energy საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს. უფასო პროექტირებასთან ერთად, ბიზნესები სადგურის მშენებლობაზე 18%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ.
“ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ობიექტი გადავიდეს მზის ენერგიაზე და გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. გვჯერა, რომ საქართველოს აქვს მზის ენერგიის მაღალ დონეზე ათვისებისა და შემდგომ ყოველდღიურობაში მისი დანერგვის პოტენციალი. შესაბამისად, გვაქვს ამბიცია დ, რაც მთავარია, რესურსი იმისა, რომ ამ ცვლილებებში დიდი წვლილი შევიტანოთ”, — ამბობს ნინა გადელია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები