"ოცნების" პარლამენტმა პარტიების აკრძალვას I მოსმენით მხარი დაუჭირა
ოცნების პარლამენტმა პარტიების აკრძალვას I მოსმენით მხარი დაუჭირა.
ოცნებამ კანონპროექტი პარტიების აკრძალვის შესახებ 2025 წლის 27 მარტს დააინიცირა. ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა "არსებითად იმეორებს" სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.
ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს კანონპროექტი "კოლექტიური ნაცმოძრაობის" არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას უზრუნველყოფს. გუშინ, 14 აპრილს ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ნაცმოძრაობას არ აკრძალავენ.
მისი თქმით, ჯერ "სახელოვნად გაიმარჯვებენ, შემდეგ კი ფაქტებზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ სარჩელს მოამზადებენ" და "კოლექტიური ნაცმოძრაობას" აკრძალავენ.
"მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში", — თქვა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, რეჟიმთან დაპირისპირებული ძალები "როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა!"
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, პარლამენტის ბიურომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალა წამყვან (იურიდიულ) კომიტეტს, რომ დაიწყოს კანონპროექტის განხილვის პროცედურები. 14 აპრილს, იურიდიულმა კომიტეტმა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ცნობით, "დაანონსებული საკანონმდებლო პაკეტი რეალურად ორ ცვლილებას ითვალისწინებს.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლების გაფართოება, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას — ცვლილება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის 36-ე მუხლს ეხება, სადაც დამატებით განისაზღვრება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ მისი მიზანი, საქმიანობის არსი ან პარტიული სიის შემადგენლობა არსებითად იმეორებს უკვე აკრძალული პარტიის მიზანსა და საქმიანობას. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს პოლიტიკურ პარტიებზე "ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლის" განხორციელებას ემსახურება.
თუმცა, ეს ნორმა ახალ აკრძალვის საფუძველს აწესებს, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩამონათვალს სცდება და პარტიის აკრძალვის კრიტერიუმად მისი "მსგავსებას" სხვა პარტიასთან აცხადებს. ტერმინები ბუნდოვანია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თვითნებურობის საფრთხეს ქმნის, რაც კონსტიტუციით აკრძალულია.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის შემჭიდროებულ ვადებში განხილვა და სტანდარტის რადიკალური გაუარესება — რაც გულისხმობს პარტიის აკრძალვის საქმის განხილვის ვადების მკვეთრად შემჭიდროებას — ზოგ შემთხვევაში მაქსიმუმ 9 თვემდე, ხოლო საარჩევნო პერიოდში ე.წ. მსგავსი პარტიის შემთხვევაში - 14 დღემდე. მაშინ, როცა კონსტიტუცია პარტიის აკრძალვას მკაცრ პროცედურულ და შინაარსობრივ სტანდარტებს უკავშირებს, კანონპროექტი პარტიის გაუქმებას ორკვირიან ვადაში შესაძლებელს ხდის.
საერთოდ, კონსტიტუცია პოლიტიკური პლურალიზმის და დემოკრატიის დაცვის გარანტიას წარმოადგენს. პარტიების როლი და მათი აკრძალვის საფუძვლები მკაცრად და ამომწურავადაა განსაზღვრული. წარმოდგენილი კანონპროექტი კი, არც ერთ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, კონსტიტუციურ გარანტიებს არღვევს და პარტიებისთვის სამართლებრივ რეჟიმს საგრძნობლად ამკაცრებს", — ნათქვამია SJC-ს განცხადებაში.
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
კომენტარები