შალვა პაპუაშვილი: ველით პასუხს — ემიჯნება თუ არა შვედეთის საელჩო მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან მოწყობილ ამ ტერორს?
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავრობა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა", რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას შვედეთის სახელმწიფო აფინანსებს და გუშინ იქ სინამდვილეში შვედეთის წარმომადგენლობა ყვიროდა და არა რომელიმე ქართველი NGO-ს თანამშრომელი", — ამის შესახებ ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან მიმდინარე აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შვედეთის საელჩოა პასუხისმგებელი, სამწუხაროა, რომ დღესდღეობით სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა, ტყუილი დეზინფორმაცია და პროპაგანდა ევროპულ დაფინანსებასთანაა ასოცირებული. პაპუაშვილი განაცხადა, რომ ელიან პასუხს — "ემიჯნება თუ არა შვედეთის საელჩო მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან მოწყობილ ამ ტერორს?"
"რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს სამარცხვინო აქტი იყო. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომლებიც რუსთაველზე იყვნენ ფეხქვეშ გათელეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა, ის იდეები რისთვისაც 9 აპრილს შეკრებილი ადამიანები საბჭოთა ჯარს წინ დაუდგნენ, ამ ადამიანებმა ფეხქვეშ გათელეს იდეა, რისთვისაც ეროვნული მოძრაობა იბრძოდა.
გუშინ რაც რუსთაველზე ხდებოდა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო ორგანიზებული — "საერთაშორისო გამჭვირვალობა", "საფარი", "სირცხვილია", რომლებსაც იქ ვხედავდით. ორგანიზაციები წინა დღეებში აორგანიზებდნენ ღონისძიებას, რომ ხელი შეეშალათ მათთვის მიუღებელი პირების მისვლისთვის რუსთაველზე, ამით მათ საზოგადოებას შორის დაპირისპირების პროვოცირება უნდათ და მას შემდეგ, რაც მათ საწადელს მიაღწიეს, თავად დაიწყეს ძალადობა. პრობლემა დონორებშია, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა", რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას შვედეთის სახელმწიფო აფინანსებს და გუშინ იქ სინამდვილეში შვედეთის წარმომადგენლობა ყვიროდა და არა რომელიმე ქართველი NGO-ს თანამშრომელი. გუშინ იქ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს თავს ესხმოდა, ძალადობდა და უყვიროდა კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენელი, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ თავად მივიდნენ მემორიალთან. კითხვა მიემართება შვედეთის ელჩს, ეს არის ის, რასაც ისინი აფინანსებენ, რომ დააპირისპირონ ქართველი ხალხი? შვედეთის საელჩოა პასუხისმგებელი, სამწუხაროა, რომ დღესდღეობით სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა, ტყუილი დეზინფორმაცია და პროპაგანდა ევროპულ დაფინანსებასთანაა ასოცირებული. გუშინდელი ამაზრზენი აქტის შემდეგ, როდესაც ემოციურად დაზიანებული ადამიანების ისტერია ვნახეთ, სრული პასუხისმგებლობა ამ ამაზრზენ აქტზე კონკრეტული საელჩოებისა და დონორებს ეკისრებათ. ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე.
როდესაც შვედეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, ამაზრზენ თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველზე, რამდენიმე წუთში შვედეთის ელჩი მივიდა, სადაც მისი დაფინანსებული ორგანიზაციები 9 აპრილის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ, მივიდა და ყვავილებით შეამკო მემორიალი, ეს ფარისევლობა უნდა დასრულდეს! ველით პასუხს — ემიჯნება თუ არა შვედეთის საელჩო მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან მოწყობილ ამ ტერორს?", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
კომენტარები