ირაკლი რუხაძე: "ჩემი ყველა კომპანია აბსოლუტურად დაცულია სანქციებისგან"
ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ "ლიბერთი ბანკის" გაყიდვა სურს, თუმცა ეს არ უკავშირდება მისი სანქცირების რისკებს, რადგან "მისი ყველა კომპანია აბსოლუტურად დაცულია სანქციებისგან".
ამასთან, რუხაძე ამბობს, რომ ლიბერთის შეძენაზე ბაზის ბანკს და კიდევ "ორ ჯგუფს ესაუბრება" — ერთი არაბულია, მეორე ევროპული.
"მოლაპარაკებებს ვადასტურებ, მაგრამ არსად ახლოს არ ვართ გარიგებასთან. "ბაზისბანკთან" მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ორი წლის წინაც ვესაუბრებოდით. გიდასტურებთ. ველაპარაკები "ბაზისბანკს" და კიდევ ორ სხვა კომპანიას. სამი წლის განმავლობაში "ბაზისბანკს" უკვე მეორედ ველაპარაკებით; ამიტომ არაფერთან ახლოს არ ვართ, გარდა იმისა, რომ მთელმა თბილისმა დაიწყო ამაზე საუბარი. თუ რამესთან ახლოს მივედით, განცხადებას გავაკეთებთ. როგორც იცით, ჩვენ (კომპანია "ჰანიველ პარტნერსი") ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია და 5 წლის შემდეგ ინვესტიციის გაკეთებიდან ჩვენი აქტივები ბაზარზე გამოგვაქვს. ამიტომ "ბაზის ბანკსაც" ველაპარაკები და სხვასაც; არ მინდა ახლა დასახელება, მაგრამ კიდევ ორი ჯგუფია, რომელიც "ლიბერთის" შეძენაზე გვესაუბრება", — ამბობს ირაკლი რუხაძე.
— ქართული ჯგუფია თუ ჩინური?
არც ქართულია და არც ჩინური...
— ევროპული?
დიახ, დაახლოებით... ერთი არაბული ჯგუფია და მეორე ევროპული", — ამბობს ბიზნესმენი.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს ნაბიჯი მისი სანქცირების რისკებს, რუხაძე პასუხობს, რომ "მისი ყველა კომპანია აბსოლუტურად დაცულია სანქციებისგან".
"ჩემი ყველა კომპანია აბსოლუტურად დაცულია სანქციებისგან. მე რომ დამასანქცირონ, მაინც დაცულია ჩემი ყველა კომპანია, მაგრამ სანქციები არ მემუქრება და არც მადარდებს, თორემ აქამდე გავყიდიდი ჩემს აქტივებს", — ამბობს ირაკლი რუხაძე bm.ge-სთან.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში "ტვ იმედის" წინააღმდეგ გამოძიების დაწყება განიხილება. ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ბლერ მაკდუგალმა დააყენა საკითხი, რომ ბრიტანეთის ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ (NCA) დაიწყოს კომპანია Hunnewell Partners-ის იმ ოპერაციებთან დაკავშირებით გამოძიება, რაც საქართველოში პრორუსულ პროპაგანდასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებასთანაა დაკავშირებული.
ბლერ მაკდუგალის თქმით, საქართველოში "მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევა ხდება", ტელეკომპანია იმედი კი, "ამ სასტიკი მთავრობის მთავარი პროპაგანდის იარაღია და მუშაობს და იმართება დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით".
ამას გარდა, რადიო თავისუფლებამ 2025 წლის 9 იანვარს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, კერძოდ — აშშ-ის მომდევნო სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გაუგზავნეს წერილი, სადაც მოცემულია 25 პირისგან შემდგარი სია, რომელთა დასანქცირებასაც კონგრესმენები მოითხოვდნენ და ამ ადამიანებს შორისაა იმედის მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე) ირაკლი რუხაძე.
- ირაკლი რუხაძე: [ეკონომიკა] არ ინგრევა, ყველაფერი მიდის მშვენივრად
- კორუფციული სქემა, ირაკლი რუხაძის კომპანია და კავშირები რომან აბრამოვიჩთან — Byline Times-ის ჟურნალისტური გამოძიება
- რისთვის დააკისრა ინგლისის სასამართლომ ირაკლი რუხაძეს $170 მილიონის გადახდა?
- ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ "რადიო თავისუფლების" საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აქტივებისა და ბრენდის შესყიდვა სურს
- ნიდერლანდების პარლამენტში "ტვ იმედის" მშობელი კომპანიის საქმიანობას განიხილავენ — სადეპუტატო კითხვები 13 მარტს დარეგისტრირდა
- სანქციები ივანიშვილის ოჯახს, ვასილ მაღლაფერიძეს, თინათინ ბერძენიშვილს, ირაკლი რუხაძეს — რა წერია ევროკავშირის რეზოლუციის პროექტში?
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
კომენტარები