ჯინო ჰოლდინგი თბილისის ზღვაზე საცხოვრებელ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს თბილისის ბულვარს აშენებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, ჯინო ჰოლდინგი თბილისის ზღვაზე, ჯინო აკვაპარკის მიმდებარედ, საცხოვრებელ გამაჯანსაღებელ კომპლექს — თბილისის ბულვარს აშენებს.
პროექტი 30 ჰექტარ მიწაზე განაშენიანდება, მშენებლობის პირველი ფაზა 12 000 კვ.მ-ს მოიცავს და პირველი ეტაპის ჯამური ღირებულება 14.5 მლნ. დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული კომპლექსი საცხოვრებელ ბინებს, 5*-იან სასტუმრო კომპლექსებს, აპარტ ჰოტელს, ბიზნეს ცენტრს, სამედიცინო და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ ცენტრს, აკვაპარკს, სავაჭრო ცენტრს, სამედიცინო კლინიკას, ღია ამფითეატრსა და სხვადასხვა გასართობ სივრცეს მოიცავს, მათ შორის: ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, პადელის, ჩოგბურთის მოედნებს, ველობილიკებს, სავარჯიშო დარბაზებსა და სხვა სივრცეებს. გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე იგეგმება სკოლისა და საბავშვო ბაღის გახსნა. პროექტს ჯინო ჰოლდინგი ახორციელებს.
ქართულ დეველოპერულ ბაზარზე თბილისის ბულვარის პროექტი ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას სრულიად ახალი, განუმეორებელი გარემოთი შეცვალონ ყოველდღიური სტრესითა და რუტინით დატვირთული ცხოვრება, თბილისის ზღვაზე უკვე დაიწყო თბილისის ბულვარის მშენებლობა, რომელიც გამოირჩევა ყველა იმ სიკეთით, რომლებიც ზღვას, უნიკალურ ტყე-პარკს, ეკოლოგიურად სუფთა და დაცულ გარემოს ახასიათებს.
კურორტზე ყველაფერია, რაც ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვისაა საჭირო. “ჩვენი მიზანია შევქმნათ ჯანსაღი გარემო, რომელიც მორგებულია, როგორც ურბანული ცხოვრების მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვინც ესწრაფვის მშვიდ, ოჯახურ იდილიას“, — განაცხადა ჯინო ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ნოდარ გიორგაძემ.
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერია და ჩვენი ჩართულობით, ამ მიმართულებით, არაერთი პროექტი განხორციელებულა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, ჯინო ჰოლდინგი საქართველოში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს — თბილისის ბულვარს ახორციელებს. აღნიშნული პროექტი სიახლეა ქართულ სამშენებლო ბაზარზე, რადგან ის მოიცავს, როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო, გასართობ, დასასვენებელ და გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად, კომპანია მზის ენერგიის გამოყენებას გეგმავს, რისთვისაც თითოეული შენობის სახურავზე მზის პანელებს დაამონტაჟებს. ჩვენთვის მწვანე მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამიტომ განსაკუთრებით საამაყოა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელებაში შეგვაქვს საკუთარი წვლილი. მიგვაჩნია, რომ თბილისის ბულვარი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება და მას ხშირად ესტუმრებიან, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორები. წარმატებებს ვუსურვებ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებასა და მხარდაჭერას“. — განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
კომენტარები