Axios: აშშ და უკრაინა იშვიათ წიაღისეულზე "გაუმჯობესებულ გარიგებას" განიხილავენ
ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას მიაწოდა უკრაინის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ შეთანხმების "გაუმჯობესებული პროექტი", ამის შესახებ Axios იუწყება.
მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმებაზე უარმა, აშშ-უკრაინის ურთიერთობებში უთანხმოება გამოიწვია. თუმცა, როგორც გამოცემას რამდენიმე ამერიკული და უკრაინული წყარო იტყობინება, მხარეებმა მაინც გადაწყვიტეს კომპრომისის მიღწევა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას მიაწოდა "გაუმჯობესებული შეთანხმების პროექტი" იშვიათი წიაღისეულის შესახებ.
"ორივე მხარის წყაროები ახლა ამბობენ, რომ გარიგება უფრო სავარაუდოა", — ნათქვამია მოხსენებაში.
გამოცემის თანახმად, ზელენსკის რამდენიმე თანაშემწე მოუწოდებს, ხელი მოაწეროს განახლებულ წინადადებას ტრამპთან შემდგომი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.
"ბოლო პროექტმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განიცადა და შეესაბამება უკრაინის კანონმდებლობას", — ხაზგასმულია სტატიაში.
აღნიშნულია, რომ უკრაინას აქვს იშვიათი წიაღისეულის მარაგი, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოწინავე ტექნოლოგიებისთვის. საერთო ჯამში, წიაღისეულის ღირებულებამ შეიძლება ტრილიონ დოლარს მიაღწიოს.
"წიაღისეულის გარიგება პირდაპირ კავშირში არ არის რაიმე დარეგულირებასთან, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ომის დასრულებას, მაგრამ ეს ორი საკითხი დრამატულად შეეჯახა ერთმანეთს ამ კვირაში", — დასძინეს სტატიის ავტორებმა.
დავამატოთ, რომ გაეროს ვებსაიტზე ნათქვამია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არის კონცენტრირებული 30-დან 21 იშვიათი მინერალის საბადო, რომლებიც ევროკავშირის მიერ განსაზღვრულია, როგორც "კრიტიკული ნედლეული" "მწვანე" ენერგიის განვითარების მოწყობილობების წარმოებაში. მათ შორისაა ლითიუმი, კობალტი, სკანდიუმი, გრაფიტი, ტანტალი, ნიობიუმი და სხვა.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას დახმარება გაგრძელდებოდა, თუ იგი დაჰპირდებოდა აშშ-ს იშვიათი წიაღისეულის მიწოდებას.
კრემლმა აშშ-სა და უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე თანამშრომლობის იდეას არა დახმარება, არამედ კომერციულ წინადადებას უწოდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ უარი თქვა ამგვარ შეთანხმებაზე ხელმოწერაზე და განმარტა, რომ იგი არ შეიცავს უკრაინის გარანტიებს. ერთი დღით ადრე კი ტრამპმა კიევი შეთანხმების ჩაშლაში დაადანაშაულა.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები