ბაზისბანკთან პარტნიორობით, ბაკურიანში Subway-ს 22-ე რესტორანი გაიხსნა
ფოტო: ბაზისბანკი
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ვისოლ ჯგუფმა ბაკურიანში სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერ Subway-ს ამერიკული რესტორანი გახსნა. ბაკურიანში ახლადგახსნილი Subway-ს რესტორანი რიგით 22-ე ობიექტია. აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში ამერიკული რესტორნებს ქსელის Dunkin-ის რესტორანი, რომლის ფრანჩაიზის მფლობელიც ასევე ვისოლ ჯგუფია, ჯერ კიდევ 2022 წელს გაიხსნა და ის დაბა ბაკურიანში აღმაშენებლის 1-ში მდებარეობს, სადაც ახლა უკვე საბვეის რესტორანიც გაიხსნა.
Subway-ს ამერიკული რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში მილიარდ ადამიანს მასპინძლობენ. Subway-ს ქართული რესტორნები ინდივიდუალურად აწყობილი სენდვიჩების გარდა, მომხმარებელს პროფესიონალი კულინარების მიერ პოპულარული ინგრედიენტების მიქსით შექმნილ მზა შეთავაზებებსაც ახვედრებს, რათა ობიექტში სტუმრობა სასიამოვნო გამოცდილებად უქციოს სტუმარს, ვისაც ჯანსაღი და გემრიელი მენიუს მირთმევა სწრაფი მომსახურებით სურს.
Subway-თან მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით Subway-ს კიდევ 10 რესტორნის გახსნა იგეგმება.
"ვისოლ ჯგუფი ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგიონში მსხვილი გლობალური ბრენდების წარმატებულ საქმიანობას უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს. Subway-ს ქსელის განვითარება საქართველოში ვისოლ ჯგუფის ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი წარმატებების ისტორიაა. სოლიდური ინვესტიცია კი, რომელსაც Subway-ს ქსელის განვითარებისთვის გავიღებთ, კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე.“ — აცხადებს საბვეის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში, გივი გვეტაძე.
„ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსგავსი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მოხარული ვართ, რომ ვისოლ ჯგუფთან თანამშრომლობით წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ, რაც ასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და Subway-ს მსოფლიოში ცნობილი რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.“ — ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
Subway-ს განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37,000-ზე მეტი რესტორნით და ლიდერია სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიაში.
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
კომენტარები