იმის თქმა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, უბრალოდ მცდარი და საშიშია — შოლცი, ბერბოკი და ჰაბეკი ტრამპის განცხადებებს აფასებენ
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კატეგორიულად უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი დიქტატორია. იმის თქმა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, უბრალოდ მცდარი და საშიშია, — განუცხადა შოლცმა ყოველკვირეულ Der Spiegel-ს ოთხშაბათს, 19 თებერვალს.
ინფორმაციას DW ავრცელებს.
"სიმართლე ისაა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სახელმწიფოს კანონიერად არჩეული მეთაურია. ის, რომ ომის პირობებში შეუძლებელია სათანადო არჩევნების ჩატარება, შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონების დებულებებს. და არავის აქვს უფლება საპირისპირო პრეტენზია ჰქონდეს", — ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.
მან გაიხსენა, რომ სწორედ რუსეთმა, ვლადიმერ პუტინის მეთაურობით, წამოიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. "უკრაინა თითქმის სამი წელია იცავს თავს დაუნდობელი რუსული აგრესიისგან. ყოველდღე", — თქვა შოლცმა.
ზელენსკის შესახებ ტრამპის განცხადებები გააკრიტიკეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და ეკონომიკის ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელმა, ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა.
"თუ უფრო ახლოს დააკვირდებით რეალურ სამყაროს, ცხადი გახდება, თუ ვინ არის ევროპაში, სამწუხაროდ, იძულებული იცხოვროს დიქტატურის ქვეშ: ესენი არიან ხალხი რუსეთში, ხალხი ბელორუსიაში. უკრაინელები ყოველდღე იბრძვიან თავიანთი თავისუფალი დემოკრატიისთვის და ჩვენ, როგორც ევროპელები, მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რათა ერთად გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოები", — დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ZDF-თან ინტერვიუში.
ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა X-ზე დაწერა, რომ ტრამპის განცხადებები რეალობის უპრეცედენტო დამახინჯებაა.
"აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება შოკისმომგვრელია. ეს არის რეალობის უპრეცედენტო დამახინჯება და უკიდურესად საშიში რიტორიკა. სიმართლე ისაა, რომ დიქტატორი პუტინი თავს დაესხა დემოკრატიულ უკრაინას", — წერს თავის მხრივ რობერტ ჰაბეკი სოციალურ ქსელ X-ში.
შეგახსენებთ, 19 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სრულად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას მიეძღვნა. ტრამპმა ზელენსკის დიქტატორიც კი უწოდა და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
კომენტარები