ევექსი ახალ ეტაპზე გადადის — კომპანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის მხარდამჭერად პოზიციონირდება
ფოტო: ევექსი
საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილმა მიმწოდებელმა კომპანიამ, ევექსმა, მასშტაბური რებრენდინგი განახორციელა. ბრენდის განახლება/ტრანსფორმაცია მოიცავს როგორც ვიზუალურ, ასევე კონცეპტუალურ ცვლილებებს, რაც თავის მხრივ სრულიად ახალ მიდგომას აყალიბებს პირველად ჯანდაცვაში.
ევექსის განახლებული კონცეფცია სცდება მხოლოდ სიმპტომების მართვისა და დაავადებების მკურნალობას და ეფუძნება პრევენციულ მედიცინასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას. ამას ევექსი სხვადასხვა პროექტებითა და სერვისებით შესთავაზებს საზოგადოებას. დღეს კი ვისაუბრებთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა ნაბიჯები განახორციელა ევექსმა, არამედ იმაზეც, თუ რა მიზნები აქვს კომპანიას სამომავლოდ.
ჯანდაცვის სფეროში ევექსი განაგრძობს ჰოლისტური მიდგომის დანერგვას, რომელიც პრევენციულ მედიცინასა და პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებას ემყარება. ამ მიმართულებით უკვე დაინერგა Health Coach-ის ინოვაციური პროგრამა, რომელიც UKIHCA (UK & International Health Coaching Association)-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. ევექსის ქსელის ოჯახის ექიმებმა გაიარეს 7-თვიანი ტრენინგ პროგრამა, რის შემდეგაც მათ შეიძინეს დამატებითი კომპეტენციები და გახდნენ სერტიფიცირებული, პროფესიონალი Health Coach-ები.
Health Coaching არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისციპლინა. მისი მთავარი ამოცანა ჰოლისტური მიდგომით ადამიანის სრული ჯანმრთელობის მხარდაჭერაა. ოჯახის ექიმი/Heath coach ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მხარს უჭერს პაციენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზნების დასახვასა და მიღწევაში. აღნიშნული მიდგომა პაციენტის სრულ კეთილდღეობაზე ზრუნვას მოიცავს, რაც ითვალისწინებს ისეთ ფიზიკურ, კოგნიტურ, ემოციურ თუ სოციალურ ასპექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. Health Coaching-ი აერთიანებს როგორც ქოუჩინგის კომპეტენციებს, ასევე ცხოვრების წესის მედიცინის რეკომენდაციებს.
ფოტო: თეგეტა
გარდა ამისა, ტექნოლოგიური განვითარებაც ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ციფრული პლატფორმა EKimo მომხმარებლებს სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს, ხოლო ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. კომპანიის ხედვაში დისტანციური კონსულტაციების სერვისის განვითარებაც შედის, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს, მიიღონ პროფესიონალური სამედიცინო რჩევები სახლიდან გაუსვლელად.
ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის კომპანია უკვე ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, მათ შორის, ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრის, კარავის გახსნა, რომელიც ISO 9001:2015 სერტიფიცირებულია. ამასთან, გაფართოვდა სამედიცინო სერვისები ზრდასრულთათვის, რაც ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კომპლექსურ მიდგომას მოიცავს.
მოხდება ლოიალურობის პროგრამის ტრანსფორმაცია და მას მიეცემა კლუბის სახე, რომელიც სრულად ასახავს ევექსის განახლებულ ჰოლისტურ მიდგომას. კლუბის ფარგლებში პაციენტებს ექნებათ ხელმისაწვდომობა, როგორც ევექსის სამედიცინო სერვისებზე, ასევე ნუტრიციოლოგების და ფსიქოლოგების სერვისებზე, იოგაზე, ველნეს ცენტრებზე, სპორტულ კომპლექსებზე და ა.შ. გარდა ამისა, კლუბი შეასრულებს საგანმანათლებლო ფუნქციას, რაც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის, ყოველდღიური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
საინტერესო ინიციატივაა კორპორატიული პროგრამებიც. ევექსი კომპანიებსა და ორგანიზაციებს შესთავაზებს თანამშრომელთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესაძლებლობას, რაც სპეციალური სამედიცინო პაკეტებისა და ფასდაკლებების სახით განხორციელდება. ამავდროულად, ამოქმედდება ინიციატივა „ერთი თავისუფალი დღე ჯანმრთელობისთვის“, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, მეტი დრო დაუთმონ საკუთარ კეთილდღეობას.
კომპანია ასევე განაგრძობს ბრენდინგისა და კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარებასაც. რებრენდინგის ფარგლებში, საზოგადოების ჩართულობის მიზნით ევექსმა ახალ კრეატიულ კამპანიაზე წამოიწყო "1001 მიზეზი, რატომ უნდა იცხოვრო დიდხანს“, რომელზეც ის კრეატიულ სააგენტო Holy Motors-სთან ერთად მუშაობს და რომელიც მრავალფეროვანი ვიდეო კონტენტით, ემოციური ფოტო ვიზუალებითა და ინტერაქციული საიტით ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამღლებას პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც ჩვენი, როგორც ჯანმრთელობაზე
ზრუნვის უმსხვილესი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.
აქედან გამომდინარე, ახალი ევექსის მთავარი გზავნილი ძლიერი და მარტივია:
თავს მოუარე!
ევექსი განსხვავებული ვიზუალური იდენტობით, მისია ღირებულებებითა და განახლებული სტრატეგიით წარდგება საზოგადოების წინაში. კომპანია ეტაპობრივად გეგმავს კლინიკების დიზაინის განახლებას. ახალი ბრენდინგით კი უკვე წარმოდგენილია ორ მისამართზე:
- ვაჟა-ფშაველას N40
- სულხან ცინცაძის N24
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა იმერსიული ვებ-პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ჯანმრთელობის მართვის ახალ ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს.
ასევე, პრევენციული მედიცინის განვითარება ევექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დაინერგება მაღალტექნოლოგიური სკრინინგ პროგრამები და შემუშავდება ხელმისაწვდომი ჩექაფების პაკეტები, რაც საზოგადოების ყველა ფენისთვის გახდის პრევენციულ სამედიცინო მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს. გარდა ამისა, კომპანიამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და დაავადებების პრევენციას.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ევექსი ქმნის სპეციალურ საზოგადოებას ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის. შეიქმნება წევრობის სისტემა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა პრივილეგიებს შესთავაზებს.
ამ ყველაფრის შედეგად, ევექსი არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელია, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მხარდამჭერი და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მთავარი პარტნიორი საქართველოში. კომპანიის მისიაა, შექმნას ახალი სტანდარტი ჯანდაცვის სფეროში, სადაც პრევენცია და ჰოლისტური მიდგომა წამყვანი პრინციპები იქნება.
გაიგეთ მეტი ევექსის შესახებ:
www.evex.ge
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
გადახედვა
-
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა
გადახედვა
-
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა
გადახედვა
-
"ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს! "ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს!
გადახედვა
-
რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს რამზან კადიროვი რუსეთში ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს
გადახედვა
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები