Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატების სერვისი კავკასიის რეგიონში მხოლოდ თეგეტა მოტორსშია ხელმისაწვდომი
ფოტო: თეგეტა
ექსკლუზიური სერვისი თეგეტა მოტორსის პორტფელში — გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენტსა და კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. თეგეტა მოტორსი უკვე წლებია ამერიკული კომპანიის, Thermo King-ის სერვისპარტნიორია და რეგიონში ოფიციალურად წარმოადგენს. შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები ორიგინალი ნაწილებით, თანამედროვე სპეცდანადგარებითა და პროფესიონალი მექანიკოსის დახმარებით სრულდება.
ფოტო: თეგეტა
სატრანსპორტო ტემპერატურის კონტროლის სისტემების მწარმოებელმა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე თითქმის 90 წელია საქმიანობს, კავკასიის რეგიონში თანამშრომლობისათვის თეგეტა მოტორსი აირჩია. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიას საერთაშორისო ბრენდის ყველა ტექნოლოგიურ მიღწევაზე მიუწვდება ხელი. თეგეტა მოტორსის სერვისცენტრში მთავარი აქცენტი Thermo King-ის ბრენდზეა, თუმცა კომპანია შეზღუდული არ არის, მომსახურება სხვა ნებისმიერი მწარმოებლის სამაცივრე აგრეგატებს გაუწიოს.
ლაშა ნარუსაშვილი, თეგეტა მოტორსის ტექნიკური სერვისების მთავარი ოფიცერი: "Thermo King-თან თანამშრომლობითა და მომსახურების მასშტაბური სივრცის შექმნით უკვე გვაქვს შესაძლებლობა, სამაცივრე აგრეგატების მომსახურება გავაფართოვოთ. „თეგეტა მოტორსი“ პირველობას არც ამ შემთხვევაში თმობს და მომხმარებელს სამაცივრე სისტემების რემონტის სრულ პაკეტს სთავაზობს. სწრაფი სერვისებიდან დაწყებული რთული შემთხვევების ჩათვლით - პასუხისმგებლობას ვიღებთ შესრულებულ სამუშაოზე, ხოლო ნაწილებზე ვრცელდება გარანტია, რაც ავტომობილის მფლობელებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით შევძლებთ, მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ, შიდა პარკის, ისე ტრანზიტულად მოძრავ ავტომობილებს, რომელთა გამართული მუშაობა ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, გავზარდოთ ხელმისაწვდომობა ორიგინალ ნაწილებზე და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შევთავაზოთ კვალიფიციური სერვისი, რაც ამ ბიზნესპროცესის უმთავრესი პირობებია“.
გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში, რომელიც ოთხ ჰექტარზეა აშენებული, საგანგებოდ გამოიყო სივრცე სამაცივრე აგრეგატებისათვის. სპეციალურად მოწყობილ სამუშაო ზონაში შესაძლებელია დიაგნოსტირება, ფილტრების, ზეთის, ღვედების, ასევე ნაწილებისა და მილგაყვანილობის შეცვლა-შედუღება, ჟონვაზე შემოწმება, ფრეონის ჩატუმბვა-ამოტუმბვა. სრულ მექანიკურ თუ ელექტროსერვისს მომხმარებელს სერტიფიცირებული, გამოცდილი მექანიკოსი გაუწევს.
ამასთან ერთად, უკვე ხელმისაწვდომია მობილური მომსახურებაც, რომელიც მძღოლებს ადგილზე დაეხმარება.
"უშუალოდ სერვისცენტრში დღის განმავლობაში, სულ მცირე, ხუთ ავტომობილს მოვემსახურებით. მხოლოდ დიაგნოსტირების შემთხვევაში კი ათი სატვირთოს გატარებას შევძლებთ.
ორიგინალ ნაწილებთან და სრული სერვისის შეთავაზებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაო სივრცე სპეციალური დანიშნულების მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ყოფილიყო აღჭურვილი. ეს კი მაღალი ხარისხის მომსახურებას და რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოებას განსაზღვრავს როგორც ჩვენი პერსონალის, ისე მომხმარებლებისათვის. მაგალითად, ჩვენ უარი ვთქვით ჟანგბადის ბალონის გამოყენებაზე და დავნერგეთ ელექტროშედუღების ახალი სისტემა თანამედროვე ინსტრუმენტებით. ევროპული დანადგარის გამოყენებით სერვისში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრისკიანი პროცესი უსაფრთხო გავხადეთ. ამასთან ერთად, მკაცრად ვიცავთ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც ფრეონზე მომუშავე მექანიკოსს ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს“, — ლაშა ნარუსაშვილი.
ფოტო: თეგეტა
სხვადასხვა ნაწილთან თუ აქსესუართან ერთად, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მედიკამენტების გადასაზიდი მაცივარიც, რომლის დახმარებითაც, სრული სტანდარტების დაცვით, წამლების ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
ამჟამად გეზის ფილიალში შეთავაზება მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც, სამაცივრე აგრეგატების ნებისმიერი ნაწილის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი სერვისს უფასოდ მიიღებს. შეთავაზება მარტის ბოლომდე მოქმედებს.
სამაცივრე აგრეგატების რემონტთან ერთად, თეგეტა მოტორსის განახლებულ სერვისცენტრში მომხმარებელი ასევე ექსკლუზიურად შეძლებს ისარგებლოს სატვირთოების სამღებრო-სათუნუქე უბნის მომსახურებით. 42 000 მ2 ფართობზე განლაგებული ფილიალი სრული დატვირთვით შემოდგომაზე ამოქმედდება. ცენტრი სატვირთო, ავტობუსებისა და კომერციული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის განკუთვნილი და 31 სამუშაო სივრცეს მოიცავს. მულტიბრენდული მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ A+ კატეგორია აქვს მინიჭებული.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები