გიორგი ახობაძე: ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ჩემს ბრალეულობას დაამტკიცებს და ჩემს ციხეში ყოფნას გაამართლებს!
ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ჩემს ბრალეულობას დაამტკიცებს და ჩემს ციხეში ყოფნას გაამართლებს! იმედი მაქვს, მალე შემოგიერთდებით ფიზიკურადაც!, — ამის შესახებ ექიმი გიორგი ახობაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ. ის წერს, რომ არც ერთი წამით არც უკან დახევას, არც გაჩერებას.
ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, პროევროპულ აქციებზე დააკავეს, მაშინ როდესაც იგი სახლში ბრუნდებოდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
გიორგი ახობაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში იგრძნო, როგორ ჩაუცურეს ჯიბეში რაღაც. 10 დეკემბერს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მას პატიმრობა შეუფარდა.
"გამარჯობა და გამარჯვება ყველა ჩემს გულშემატკივარს და თანამებრძოლს. დიდი ხანია, წერილის დაწერა მინდა, მაგრამ ვერ ვაბამდი თავს. ალბათ იყო ემოციაც, ღელვაც, შფოთიც და კიდევ სხვა მიზეზებიც, რომლებსაც ჯერ ვერ ვხვდები, რაც ამაში ხელს მიშლიდა. კომუნიკაციის ეს ფორმა ძალიან უჩვეულოა დღევანდელი დღისთვის, როცა მივეჩვიეთ სოციალურ ქსელებს და ამიტომ ამასაც დამუღამება უნდა. წერილი თავისებური თხზულებაა, როგორც ჩანს და ამაში სკოლიდან მოყოლებული უნიჭო ვარ. ჩემი ქართულის მასწავლებელი, კახა თოდაძე დამეთანხმება ამაში. აქვე დროს ვიხელთებ და მას მოვიკითხავ. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი, რაც სკოლიდან წამოვიღე, მისი ლექცია-გაკვეთილები იყო, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს კლასში ქართველობის იდენტობის ჩამოყალიბებაზე. ამას მაშინ ნაკლებად ვხვდებოდი, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ეს ცალსახაა. დიდი მადლობა ამისთვის, კახა მას.
ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ თანაგრძნობისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატეთ იმ უმძიმეს დღეებში, როცა დედა გარდაიცვალა. ამას არასოდეს დავივიწყებ. სამწუხაროდ, მე ჯერ ვერც ვიგლოვე. ამის არც ადგილია აქ და არც დრო. ეს შიგნით გულში მაქვს შენახული, თავისებურ დახურულ ყუთში, რომელსაც მაშინ გავხსნი, როცა აქაურობას დავემშვიდობები. სიმშვიდეს ის მინარჩუნებს, რომ საშუალება მომეცა უკანასკნელად ჩავხუტებოდი და ისე გამეცილებინა მამასთან. დარწმუნებული ვარ, თუ რამე გრძელდება დედამიწაზე სიცოცხლის შემდეგ, ისინი ერთად არიან ახლა და ჩახუტებულები.
არ შემიძლია და არასწორი ვიქნები, მადლობა არ გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩემ გადაყვანაზე იზრუნა პანაშვიდის დღეს. არც ამას დავივიწყებ არასოდეს, იმიტომ რომ ეგ იყო ის, რამაც დამტოვა "ცოცხლად". ეს ბოლო "ნახვამდის“ იყო ის, რასაც მერე უკვე ვეღარ გავაკეთებდი. დანარჩენი ჩემ "გულის ყუთშია" და როცა დრო მოვა გავხსნი.
ჩემს გულის ნადებს გავაგრძელებ ჩვენს საერთო ბრძოლაზე და საქმეზე საუბრით. ალბათ ამას ყველა გრძნობთ, ხედავთ და ხვდებით, რომ ჩაისახა და ძალას იკრებს ის მრავალფეროვანი ერთობა, რომელსაც ამდენი ხანია, ყველა ველოდებოდით. ერთი დიდი ბირთვი იკვრება, რომელსაც ქართული სახელმწიფოს ძრავის ფუნქცია უნდა დაეკისროს. იმის გამო, რომ ათწლეულებია, საბჭოთა საქართველოს ნანგრევებში დავაბიჯებდით, ბევრი ადამიანი ჩვენ ირგვლივ უიმედობაშია ჩავარდნილი. მახინჯ წრეზე გვაქვს ნაბოდიალები 90-იანებიდან მოყოლებული. როგორც ჩანს, არ გვქონდა ნაგრძნობი ის, რას ნიშნავს იყო სახელმწიფოს ნაწილი, როგორ უნდა იპოვო სხვა ნაწილები, იპოვო საერთო და ააშენო ერთი მთლიანი.
ახლა ვინც გარეთ ვდგავართ, ვართ ქართული სახელმწიფოს „ფაზლის“ ის ნაწილები, რომლებმაც ჩვენი ერთობით და დაუღალავი ბრძოლით, ამ ფაზლის სხვა იმედგაცრუებულ ნაწილებს უნდა ვანახოთ და დავაჯეროთ კვლავ, რომ ჩვენ, ქართველებს, შეგვიძლია ავაწყოთ ერთობა, მოვიტანოთ რეალური ცვლილებები და შემდეგ ვიზრუნოთ სახელმწიფოს პროგრესის უწყვეტობაზე. ჩვენ ვართ ისინი, ვინც დანარჩენებს უნდა გავუღვიძოთ იმის რწმენა, რაც გერბზე გვიწერია — "ძალა ერთობაშია". ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ამიერიდან აღარცერთ მთავრობას არ მისცემს საშუალებას, ირბინოს მოქალაქეების თავებზე. ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ ახლა. მთავარი, რაც უნდა გვამოძრავებდეს, არის სოლიდარობა და ემპათია თითოეული ჩვენი გვერდში მდგომის მიმართ. ზუსტად ამის დეფიციტმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ – პოლარიზებულ ჭაობამდე. ნაწილი ჩვენგანი წინა ხელისუფლების დროს ვერ ხედავდა სხვის ჭირს, ნაწილი ახლა ვერ ხედავს, ნაწილი ორივე პერიოდში ხედავდა, მაგრამ საიმედო თანამებრძოლს ვერ პოულობდა და დანებდა.
ასე მგონია და ვგრძნობ, რომ ეს მოძრაობა, რაც დღესაა, არის ის ბოლო შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. დღეს ჩვენი დანებება გამოიწვევს ისეთ მენტალურ და იდენტობის მარცხს ამ ქვეყანაში, რომ თაობები დაჭირდება ახალი შანსის გაჩენას. ძალიან ბევრი ამ ქვეყანაზე შეყვარებული, მაგრამ უიმედოდ მყოფი ქართველი გვიყურებს და იმედი მაქვს, ნელ-ნელა იჯერებს ჩვენი ბრძოლის გულწრფელობას და უწყვეტობას. ამიტომ ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ ბოლომდე!!! ჩვენ უნდა შევქმნათ ის დიდი გუნდა, რომელიც დაეშვება, გადიდდება და წალეკავს საბჭოთა ნარჩენებს ქართულ ცნობიერებაში და ცხოვრების ფორმაში.
ბრძოლა იქნება ბოლომდე!
ორი სიტყვა აქაურობაზეც მინდა დავწერო. გამოგიტყდებით და აქ მოხვედრის ძალიან მეშინოდა. მეგონა, ციხის კართან მთავრდება სიცოცხლე. შეიძლება ეს ასეთი შეგრძნებაც იყოს, როცა აქ დანაშაულის გამო ხვდები. ახლა ვგრძნობ, რომ არაფერიც არ მთავრდება, ეს შიში არ იყო სწორი. საოცრად მშვიდად და შემართებით ხარ, როცა იცი, რომ მართალი ხარ. ერთადერთი, რაც მაკლია, ჩემი სოციალური ქსელებია და ჩემი ტანი რუსთაველზე თქვენთან ერთად. დანარჩენი ყველაფერი ისევ აქაა ჩემთან ერთად და არც ერთი წამით არ ვაპირებ არც უკან დახევას, არც გაჩერებას. სულ რომ გვირაბის გათხრა დამაბრალონ ბომბეიდან ლონდონამდე, წერონ და იკითხონ!
ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ჩემს ბრალეულობას დაამტკიცებს და ჩემს ციხეში ყოფნას გაამართლებს!
იმედი მაქვს, მალე შემოგიერთდებით ფიზიკურადაც!
ჩემი სოლიდარობა რეჟიმის ყველა ტყვეს!
ბრძოლა ბოლომდე!", — წერს გიორგი ახობაძე.
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კომენტარები