აფგან მუხთარლი: თუ აფგან სადიგოვი დაიღუპება, ამაზე პასუხისმგებელი ილჰამ ალიევი იქნება
"არ უნდა ჩათვალოთ, რომ სადიგოვი მარტოა და უმწეო. მის დაცვას ბოლომდე უზრუნველყოფთ. თუ ის დაიღუპება, ამაზე პასუხისმგებელი ილჰამ ალიევი იქნება", — ასე ეხმაურება აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში აფგან სადიგოვის პატიმრობას, რომელიც უკვე 145 დღეა შიმშილობს.
როგორც მუხთარლი წერს, სადიგოვი საქართველოში ილჰამ ალიევის ბრძანებით დააკავეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთადაა გაუარესებული.
"აფგან სადიგოვის მდგომარეობა კრიტიკულ დონემდე გაუარესდა. საქართველოში ილჰამ ალიევის ბრძანებით დაკავებული ჟურნალისტ აფგან სადიგოვის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ამის შესახებ საქართველოს სოციალური სამართლიანობის ცენტრის უფლებადამცველი ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცენტრის იურისტები აფგან სადიგოვს შეხვდნენ მე-18 საპყრობილის სამკურნალო დაწესებულებაში (გლდანის ციხე).
ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესება დაადასტურეს სამედიცინო დაწესებულების ექიმებმაც. აფგან სადიგოვი, რომელიც 145 დღის განმავლობაში შიმშილობდა, 40 კილოგრამი დაიკლო და ამჟამად 56 კგ-ს იწონის. სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო პატიმრობის ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელების გასაპროტესტებლად. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგის კომისიის შექმნას და აფგან სადიგოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ცენტრმა განაცხადა, რომ გააგრძელებს სადიგოვის უფლებების დაცვას.
P.S. ჩემი პირადი შენიშვნები:
აფგან სადიგოვი დააკავეს ილჰამ ალიევის ბრძანებით. მის მიმართ ბრალდებები ცრუა. ნაპოვნია და ადვოკატებს წარუდგინეს ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებების სიცრუეს ადასტურებს. უდავო ფაქტია, რომ ილჰამ ალიევი დევნიდა და კლავდა თავის კრიტიკოსებს და ოპონენტებს ქვეყნის გარეთ. ვიდადი ისკენდერლის, ბაირამ მამედოვის, ვუგარ რზას და ჰუსეინ ბაკიხანოვის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი იმის დასტურია, რაც ვთქვი.
ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში ალიევის ბრძანებით სასტიკად მოკლეს. მე საქართველოდან გამიტაცეს. აფგან სადიგოვი პირველად აეროპორტში დააკავეს. ერთი კვირის შემდეგ ის ცრუ ბრალდებით დააკავეს. ილჰამ ალიევმა არ უნდა იფიქროს, რომ ხალხისგან მოპარული ფულით რასაც უნდა მიაღწევს. არა, ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ. არ უნდა ჩათვალოთ, რომ სადიგოვი მარტოა და უმწეო. ნუ მის დაცვას ბოლომდე უზრუნველყოფთ. აფგან სადიგოვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. თუ ის დაიღუპება, ამაზე პასუხისმგებელი ილჰამ ალიევი იქნება.
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!", — წერს აფგან მუხთარლი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას არც ქვეყნის დატოვების ნებართვა მისცეს და არც საერთაშორისო დაცვის სტატუსი. ქართულმა სასამართლომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია გადაწყვიტა.
პროტესტის ნიშნად აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 12 სექტემბრიდან შიმშილობს. აღნიშნულის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.
31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით 3 მაისამდე გაუხანგრძლივა. აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.
რაც შეეხება აფგან მუხთარლის, ის აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტია, რომელიც თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, 30 მაისს აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა, რის შემდეგაც მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გერმანიაში გაამგზავრა, სადაც 2019 წლიდან ოჯახთა ერთად ცხოვრობს.
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები