დღეს ბაკურიანში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა
დღეს, ბაკურიანში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 16 თებერვლამდე გაგრძელდება.
45 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი რვა სახეობაში შეეჯიბრება ერთმანეთს, მათ შორის იქნებიან ქართველი მონაწილეებიც, რომლებიც სამ სახეობაში იასპარეზებენ. გახსნის ოფიციალური ცერემონია ცოტა ხნის წინ დასრულდა ბაკურიანში. პირველი არხი წერს, რომ ეს იყო ქართული ტრადიციული ელემენტებით დატვირთული სანახაობა და კულმინაცია – სპორტსმენების აღლუმი ხორუმის ფონზე, რისთვისაც სპეციალურად 30-წუთიანი მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპის ოლიმპიურ მოძრაობაში.
"10 წლის წინ თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის მე-13 ოლიმპიური ფესტივალის წარმატების შემდეგ ყოველთვის გვჯეროდა, რომ საქართველო კვლავ უმასპინძლებდა ჩვენი კონტინენტის ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გამორჩეულ ღონისძიებას. უკვე ვგრძნობ, რომ ფესტივალის სული ცოცხალია და მკაფიოდ იგრძნობა აქ. უკვე შევესწარით საოცარ გამოსვლას, ვიხილეთ ჩვენი 45 მონაწილე ქვეყნის სპორტსმენთა აღლუმი, რაც წინასაასპარეზო მღელვარებას კიდევ უფრო აძლიერებს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპის ოლიმპიურ მოძრაობაში. ბევრი ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ეს პირველი საერთაშორისო მრავალდისციპლინარული შეჯიბრება იქნება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, გამოავლინონ თავიანთი თავი და გამოცადონ თავი ევროპის საუკეთესო სპორტსმენებთან. ჩვენი ევროპის ელჩების წყალობით, თქვენ მიიღებთ იმ ფასეულობას და სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, როგორც გასულ ზაფხულს პარიზში ვიხილეთ და მომავალ წელს კვლავ ვიხილავთ მილან კორტინაში, ოლიმპიზმის სული სპორტსმენებს მთელი კარიერის განმავლობაში თან სდევთ. სწორედ აქ იწყება ეს გზა. ყველა სპორტსმენს გისურვებთ წარმატებას თქვენს ასპარეზობებში და იმედი მაქვს, რომ ბაკურიანიდან შემდგარი და კმაყოფილი დაბრუნდებით", — განაცხადა სპიროს კაპრალოსმა.
ბაკურიანში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ და ოცნების არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გახსნეს.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები