ეთერ თურაძემ უპასუხა ირაკლი რუხაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის საქმეს არ იცნობს
ბათუმელების მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ, ღია წერილით უპასუხა იმედის მფლობელ ირაკლი რუხაძეს, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "არ იცნობს მზია ამაღლობელის საქმეს, თუმცა პოლიციელზე თავდასხმა უნდა დაისაჯოს".
"ბატონო ირაკლი,
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ არ იცნობ ამ საქმეს. თუმცა, იქვე "პოლიციელზე თავდასხმა" შეაფასეთ ქმედებად, რომელიც დასჯადია და ჟურნალისტობა ამ საკითხთან არაფერ კავშირშია. ეს ზუსტი ციტირება არ არის, რადგან თქვენი სიტყვების მეორედ მოსმენას არ ვაპირებ.
ამ წერილის მიზანია, მომავალში არ გქონდეთ ფუფუნება თქვათ, რომ არ იცით მზია ამაღლობელის საქმე, უფრო სწორად კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავის არიდების ფუფუნებას არ დაგიტოვებთ.
მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა გაზეთი ბათუმელები და იმ დღიდან მოყოლებული, თქვენგან განსხვავებით, არათუ არ უყურებს მის მიერ დაფუძნებული მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არამედ ზუსტად იცის თითოეული ახალი ამბავი, როგორ და რომელმა ჟურნალისტმა გააშუქა. იცით რატომ? თქვენგან განსხვავებით, მას ესმის მედიის როლი, იცის სიზუსტის, მიუკერძოებლობის და სამართლიანი მოპყრობის სტანდარტი და აქვს პასუხისმგებლობა მკითხველისა და მაყურებლის წინაშე, რაც მათთვის სწორი და სანდო ინფორმაციის მიწოდებაში გამოიხატება.
მზია ამაღლობელს და ჩვენს მედია გამოცემას დევნიდა ყველა ხელისუფლება დაფუძნების დღიდან, ჩვენ მაინც მივდიოდით წინ და ვიზრდებოდით. მაგრამ ის, რასაც აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, არ გაუკეთებია არც ერთს და ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე ისევ აღმოვჩნდებოდით საბჭოთა სულისკვეთების რეპრესიების პირისპირ.
ეს ომი თქვენ და თქვენნაირებმა, ვითომ დასავლეთში განათლებამიღებულმა პირებმა, გაუნათლებელი ბიძინა ივანიშვილის მორჩილებით და ერთგულებით დაიწყეთ რუსული კანონის მიღებით. თქვენ ხართ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მედიის და დამოუკიდებელი ჟურნალისტების განადგურების მცდელობის პროცესში.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს პირველად იმიტომ დააკავეს, რომ სარგებლობდა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, ეს დაკავებაც იყო უკანონო. მან პოლიციის შენობის დამხმარე ნაგებობას მიაკრა სტიკერი, რომელიც იქვე ისე ჩამოხსნა პოლიციელმა, რომ ამ ღობეს სტიკერის კვალიც კი არ დარჩენია.
პოლიციის შენობაში მყოფ მზია ამაღლობელს ერთი საათის განმავლობაში ესმოდა რამდენად სასტიკად სცემდნენ დაკავებულ ადამიანებს პოლიციელები, ერთ ადამიანს ურტყამდა 10 პოლიციელი, ხოლო ირაკლი დგებუაძე ცემით არ კმაყოფილდებოდა და ყველა მათგანს სახეში აფურთხებდა.
გსმენიათ რამე იმის შესახებ, რომ პოლიციელმა დაკავებულს არ უნდა სცემოს და პოლიციელს აკრძალული აქვს ადამიანის მიმართ სასტიკი, არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა? ეტყობა არა, მზიამ კი ზუსტად იცის, რომ ეს დაუშვებელია!
პოლიციის შენობიდან გამოსული მზია ამაღლობელი იმავე დღეს უკვე მეორეჯერ შეესწრო ფაქტს, როგორ დაიწყო მშვიდად მდგომი ადამიანების დაკავება (რომლებიც არ აკრავდნენ სტიკერებს არსად, არც მიწაზე, არც კედელზე, საერთოდ არ აკრავდნენ!), მზიას ამბის გასაგებად მოსული ახლობლების დაკავება.
და ამჯერად, უკვე თავად მზია ამაღლობელი ათრია პოლიციამ, მას აქვს დაზიანებული ორივე ხელი და სხეულის სხვა ნაწილები; ასფალტზე თრევისას, დიახ თრევისას, მას გასძვრა ფეხსაცმელი, თქვენი და თქვენნაირი პროპაგანდისტი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში კი, რომელსაც მის წინააღმდეგ იყენებთ, მზია დგას ცალი ფეხით ფეხშიშველი და მარცხენა ხელს იყენებს იმიტომ, რომ მარჯვენა გაცილებით მძიმედ აქვს დაზიანებული.
ამ ეპიზოდს აქ დავასრულებ და შემდეგ ისევ დავუბრუნდები.
მზია ამაღლობელი პოლიციაში მეორე შებრუნების შემდეგ გახდა პირადი შურისძიების, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი.
- ჩვენ გავავრცელეთ ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ისმის ირაკლი დგებუაძის გინება და მუქარა — "სისხლით დავიჭერთ";
- პოლიციის შენობაში შეყვანისას დაკარგულ ფეხსაცმელს რომ ვაწვდიდით, პოლიცია არ გვართმევდა, "არ დასჭირდებაო" და ბრძოლით შევაწოდეთ;
- მათ ხელში მყოფ მზია ამაღლობელთან 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ შეუშვეს ადვოკატი (ეს დაადასტურა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა);
- ნახევარი საათის განმავლობაში სულ მცირე სამჯერ, მის საცემრად იწევდა ირაკლი დგებუაძე, მას აკავებდნენ პოლიციელები, აგინებდა პარალელურ რეჟიმში;
- ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს;
- მზიას არ აძლევდნენ წყალს;
- მზიას არ აძლევდნენ ტუალეტით სარგებლობის უფლებას.
რაც შეეხება თქვენს შეფასებას ფაქტების "არცოდნის" გარეშე, რომ თურმე ხელის გარტყმა პოლიციელზე თავდასხმაა, მომავალში უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს სასამართლო პრაქტიკითაც და საერთაშორისო პრაქტიკითაც ის ქმედება, რაც ვიდეოში ჩანს, არ კვალიფიცირდება, როგორც დანაშაული! შესაბამისად, მზიას მიმართ ამ მძიმე ბრალდების წაყენებას აქვს ერთადერთი მიზანი, დააშინონ და გააჩუმონ თავისუფალი მედია, ხოლო თქვენისთანა დეზინფორმატორებს მისცენ ფართო გზა!
თქვენ "არ იცით", მაგრამ მზია ამბავი სწორად გაიგო და შეაფასა შემდეგმა ორგანიზაციებმა:
- მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი [MDIF]
- მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი [MDI]
- IREX
- საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი
- სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა ქსელი
- "სამოქალაქო უფლებების დამცველები"
- "კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის"
- "კოალიცია ქალებისთვის ჟურნალისტიკაში"
- პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
- საერთაშორისო ამნისტია
- "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი"
- "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო"
- "ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია"
- "ჰაინრიხ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასია"
- "საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა"
- კონსორციუმი "მედია თავისუფლების სწრაფი რეაგირება"'
- PEN America
- PEN International
- OBCT
- ჟურნალისტთა საზოგადოება [ვარშავა, პოლონეთი]
- IRMI — რეგიონული მედიისა და ინფორმაციის ინსტიტუტი [უკრაინა]
- მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში [MDI WB]
- IMS [საერთაშორისო მედია მხარდაჭერა]
ეს სია არ არის სრული და განცხადებების რაოდენობა ყოველ დღეს იზრდება.
გარდა ამისა, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა თქვენს ხელისუფლებას შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა კრიტიკოსების გაჩუმებისათვის. ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო მზია ამაღლობელის დაკავება და ხაზი გაუსვა გამოხატვის თავისუფლების გაუარესებას საქართველოში. მათ მოუწოდეს გაათავისუფლონ ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი, მოუწოდეს სამართლიანი სასამართლო პროცესების ჩატარებისკენ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაუსჯელობა არ უნდა ჭარბობდეს", — წერს ბათუმელების მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე.
-
რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები რამდენადაა საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული? — რისკები და პერსპექტივები
გადახედვა
-
სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ნინო ზაუტაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
-
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
გადახედვა
-
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
-
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
-
რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციები სრულად ამოქმედდა
გადახედვა
-
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
-
ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
-
ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სანქციები კიევში იწერებოდა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
გადახედვა
-
ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
კომენტარები