ნონა ქურდოვანიძე

ნონა ქურდოვანიძე

11 Jan. 2025, 00:05

"პატიმრობა არის აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე. მისი გამოყენება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის ან ახალი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად.
რადგან პატიმრობა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაა, მისი გამოყენება საგამონაკლისოდ, მხოლოდ სათანადო დასაბუთებით, ბრალდებულის მხრიდან მომდინარე რეალური საფრთხეების აღსაკვეთად უნდა მოხდეს.
ამის მიუხედავად, საიას სასამართლო პროცესების მონიტორინგის მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენება მზარდია. თუ ეს ასე ხდება ჩვეულებრივ, რიგით პროცესებზე, ის მით უფრო მოსალოდნელია პოლიტიკურად მნიშვნელოვან პროცესებზე. დღევანდელი სხდომაც ამას ადასტურებს.
ჩვენ ვაკვირდებოდით მათთვის პატიმრობის შეფარდების პირველ სხდომებსაც. თავიდანვე პატიმრობის გამოყენება იყო დაუსაბუთებელი და რა თქმა უნდა, ვერც მისი გახანგრძლივება იქნება დასაბუთებული.


დეტალურ შეფასებას დღევანდელ სხდომაზე საია ხვალ გამოაქვეყნებს"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს,…