"ქართული ოცნების" ლიდერები პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავენ.
"ოცნების" პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქს იუბილეს ულოცავს და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს იუბილეს.
თქვენო უწმინდესობავ, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და აღორძინებაში.
სამაგალითოა თქვენი ცხოვრების გზა ქართველი ერისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყნის გადარჩენის გზა ცდება პოლიტიკას და ხსნა სულიერებასა და სწორ ღირებულებებშია.
თქვენო უწმინდესობავ, თქვენ მაშინ აირჩიეთ ქრისტეს გზა, როცა ეკლესიას დევნიდნენ და თქვენი სიმტკიცით, რწმენით, სიმშვიდით და კაცთმოყვარეობით შეძელით ერში რწმენა და მადლი გაგემრავლებინათ.
თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა ქვეყნის და ეკლესიის წინაშე გვაძლევს ძალას, მყარად ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უფლის და თქვენი ლოცვის იმედით.
თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ მხნეობას და დღეგრძელობას!
მჯერა, თქვენი ლოცვა შეგვეწევა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გზაზე.", — წერს ყაველაშვილი.
მიხეილ ყაველაშვილის გარდა, პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ის სოციალურ ქსელში მილოცვის ტექსტს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ურთულეს პერიოდში ეკლესიას მშვიდი და ბრძენი მმართველი ჰყავს და მას დღეგრძელობას უსურვებს.
თანაპარტიელების მსგავსად, სოციალურ ქსელში პატრიარქის მილოცვას და მასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს ირაკლი ღარიბაშვილიც.
პატრიარქს დაბადების დღე სოციალურ ქსელში "ოცნების" პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემაც მიულოცა.
დღეს, 4 იანვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 92 წლის გახდა.
-
ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით? ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით?
-
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება" დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"
გადახედვა
-
თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
-
როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას? როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას?
გადახედვა
-
სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო
გადახედვა
-
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
-
მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა
-
დააკავეს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება დააკავეს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
გადახედვა
-
კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე
-
ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა
გადახედვა
-
რამზან კადიროვი "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს რამზან კადიროვი "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს
გადახედვა
-
POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება
გადახედვა
-
არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
-
ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
-
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
გადახედვა
-
"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის "გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის
გადახედვა
კომენტარები