ლანა ქარდავა: განსხვავებული აზრის ღიად გამოხატვის, ევროპასთან ინტეგრაციის მხარდაჭერის, აქციებზე სიარულის გამო დაიწყეს ჩვენი სამსახურებიდან გამოშვება
27 დეკემბერს, 17-წლიანი საჯარო სექტორში მუშაობის შემდეგ, თბილისის მერიიდან საჯარო მოხელე, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ლანა ქარდავაც გაათავისუფლეს.
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ განსხვავებული აზრის ღიად გამოხატვის, ევროპასთან ინტეგრაციის მხარდაჭერის, აქციებზე სიარულის, დემონსტრანტებზე ძალადობის ხმამაღლა დაგმობის გამო დაიწყეს ჩვენი სამსახურებიდან გამოშვება.
"2016-ში, მუშაობა დავიწყე თბილისის მერიის პრესსამსახურში, სადაც ვიმუშავე გათავისუფლებამდე, რომლის აშკარა მიზეზი გახდა ჩემი საჯარო განცხადებაზე ხელმოწერა, რომლითაც მასზე ხელმომწერები საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილებას გავემიჯნეთ. ასე, მარტივად და დაუნდობლად, განსხვავებული აზრის ღიად გამოხატვის, ევროპასთან ინტეგრაციის მხარდაჭერის, აქციებზე სიარულის, დემონსტრანტებზე ძალადობის ხმამაღლა დაგმობის გამო დაიწყეს ჩვენი სამსახურებიდან გამოშვება. ზემოაღნიშნულ საჯარო განცხადებაზე ხელმომწერებს მალევე გვითხრეს, რომ "საბოტაჟის მცდელობა პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა", ჰოდა, პასუხი გაგვცეს. თუმცა ეს შიშს კი არ ზრდის, პირიქით, ბრძოლის ჟინსა და შემართებას აძლიერებს რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები, კონსტიტუცია და ქვეყნის იმიჯი უკვე ფეხქვეშ გათელა და რაც ყველაზე მტკივნეულია, თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროსგან აბსოლუტურ თვითიზოლაციაში მოქცეული, ოკუპანტთან დამსგავსებისა და დამეგობრების გზას დაადგა!
…აქვე მინდა, ვთქვა — უსამართლობის განცდა ძალიან ცუდი რამ არის, მაგრამ შემართებას აძლიერებს. მე ახლა უდიდეს შემართებას და ოპტიმიზმს ვგრძნობ. ძალიან ძვირფასია ის მხარდაჭერა და სოლიდარობა, რასაც ვგრძნობ. ნაცნობების გარდა, სრულიად უცნობი ადამიანები მწერენ და თანადგომას მიცხადებენ. ყველას მადლობა სოლიდარობისთვის, თუნდაც ერთი "ლაიქისთვის".
მე კი ამიერიდან პარალელურ რეჟიმში ორ ფრონტზე გავაგრძელებ ბრძოლას - ჩემი უფლებების და სიმართლის დაცვის და ყველაზე საპატიო ფრონტზე -ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლის დაცვის ფრონტზე.
მე ურყევად მჯერა გამარჯვების", — წერს ლანა ქარდავა სოციალურ ქსელში.
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
კომენტარები