გათავისუფლებული მეშახტეების თქმით, "საქნახშირის" შეთავაზება გადამზადებაზე კომპანიის მიკერძოებულობის გამო არ მიიღეს
ფოტო: პუბლიკა
პუბლიკა ავრცელებს ინტერვიუს ხვიჩა გაბუნიასა და გიორგი აბულაძესთან — მეშახტეებთან, რომლებმაც უარი თქვეს კომპანია "საქნახშირის" შეთავაზებაზე გადამზადებასთან დაკავშირებით.
"საქნახშირმა" 27 დეკემბერს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ "რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა" და კომპანიამ "გადამზადების პროგრამა და შესაბამისი კონტრაქტი შესთავაზა 38 ადამიანს, მათგან 7-მა აღნიშნულ შეთავაზებაზე საკუთარი ნებით თქვა უარი (მათთან 2-თვიანი კომპენსაციის გადახდის შეთანხმება შედგება). დანარჩენ 31 თანამშრომელთან შეთანხმება უკვე გაფორმდა".
სწორედ ამ 7 ადამიანში არიან ხვიჩა გაბუნია და გიორგი აბულაძე.
პუბლიკასთან საუბარში ხვიჩა გაბუნიამ განაცხადა, რომ კომპანიის მიმართ უნდობლობის გამო უარი თქვა გადამზადების შეთავაზებაზე. მისი თქმით, "საქნახშირის" მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია სიცრუეა.
"ეს უარი არის იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდები არ არის სამართლიანად და ერთნაირად ჩატარებული. ზოგისთვის კითხვები გაცილებით მეტია, ზოგისთვის ნაკლები. მე მყავს მეგობარი, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე კითხვა დაუსვეს. მე მინდა, რომ ყველასთვის სამართლიანად იყოს და ყველა ჩავდგეთ ერთ სითხეში.
ეს ყველაფერი არის ფარსი, მაგათი გამოგონილი. ვითომ შახტიორი გამოცდას ვეღარ აბარებს და მოიგონეს რაღაცები… არ ვენდობი საერთოდ და მაგიტომ ვთქვი უარი.
გვქონდა გულწრფელი საუბარი [ხელმძღვანელობასთან] ყველაფერზე, მაგრამ მე მათთვის ვიყავი მიუღებელი კადრი იმიტომ, რომ ყოველთვის ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ – როგორც წინა ხელისუფლების, ასევე დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც. სისტემაში სულ ერთი და იგივე ხალხია და სულ მათთან მიწევს ბრძოლა.
ძალიან ბევრი საუბარი მქონდა პირობების გაუმჯობესებაზე, მაგრამ ჩემს ნათქვამს ისინი ყურად არ იღებდნენ", — ამბობს გაბუნია პუბლიკასთან.
კომპანიის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს მეორე მეშახტე — გიორგი აბულაძეც, რომელიც შახტაში 18 წელი მუშაობდა.
"არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. სამსახურიდან ათავისუფლებენ ადამიანს, შემდეგ გამოდის კომპანია და ამბობს, რომ გადამზადება მოხდება ამ ადამიანების. ჯერ გადაემზადებინათ და შემდეგ ჩაეტარებინათ გამოცდები. თუ ვერ ჩავაბარებდით მერე გავეთავისუფლებინეთ, ეს ხომ ლოგიკურია? მე იმიტომ ვთქვი უარი, რომ არ მჯერა მაგათი საუბრის და არაფრის. უნდობლობა მაქვს, რადგან რაც თქვეს ყველაფერი სიცრუეა.
ჩემი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური შეხედულებების გამო, ჩემი ოპოზიციური პოსტების გამო სოციალურ ქსელში. ვიყავი პოლიტიკურ პარტიაშიც და ამის გამო გამათავისუფლეს მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც.
ბევრჯერ გამაფრთხილეს, რომ თავი დამენებებინა სოციალურ ქსელში პოსტების წერისთვის. იყო გამოგზავნებიც, რომ დამეტოვებინა პარტია — გამომიგზავნეს პიროვნებები და იყო დაშინება, შენ თავს თუ არ უფრთხილდები, ჩემი ძმა და რძალიც დასაქმებული იყვნენ ამავე კომპანიაში და იმათ გაუფრთხილდიო. ეს მუქარა შეასრულეს და გაგვათავისუფლეს", — აცხადებს აბულაძე.
მეშახტეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი 24 დეკემბერს გახდა. ხვიჩა გაბუნიამ და გიორგი აბულაძემ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში დაწერეს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
კომპანია "საქნახშირის" წარმომადგენელმა იმავე დღესვე განაცხადა, რომ მეშახტეები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ.
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
კომენტარები