Human Rights Watch ქართველი მომიტინგეების დაკავებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებს ეხმაურება
ფოტო: AP
EU-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ EU-ს ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქართველი მომიტინგეების ცემასა და ძალადობაზე, — ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch წერს და თბილისში მიმდინარე აქციებსა და სამართალდამცავების მიერ მომიტინგეთა დაკავებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებს ეხმაურება.
ორგანიზაცია ახსენებს „ოცნების“ ხელისუფლებას, რომ ის საქართველო მრავალი ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეკრულების ხელმომწერია, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, რომელიც მთავრობას აკისრებს ვალდებულებას, პატივი სცეს შეკრების თავისუფლების უფლებას და ნებისმიერ შემთხვევაში თავი შეიკავოს აკრძალული არასათანადო მოპყრობისგან.
Human Rights Watch წერს, რომ "23 დეკემბერს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფოებმა გაააქტიურეს ვენის მექანიზმი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია თვითნებური დაპატიმრებების, დაკავებების და არასათანადო მოპყრობის შესახებ. თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის თანამშრომლობაზე, მონაწილე სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ მოსკოვის მექანიზმის გასააქტიურებლად, რაც გულისხმობს გამოძიების დაწყებას, რომელიც არ საჭიროებს სამიზნე სახელმწიფოს თანხმობას".
"პოლიციამ და სხვა უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს სასტიკი ძალადობა საქართველოს დედაქალაქ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ფართოდ გავრცელებული და აშკარად სადამსჯელო ქმედებებით უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს დევნიდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ. პოლიცია აწამებდა მათ და არასათანადო მოპყრობას ახორციელებდა პოლიციის ფურგონებში და პოლიციის განყოფილებებშიც.
საქართველო მრავალი ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეკრულების ხელმომწერია, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, რომელიც მთავრობას აკისრებს ვალდებულებას, პატივი სცეს შეკრების თავისუფლების უფლებას და ნებისმიერ შემთხვევაში თავი შეიკავოს აკრძალული არასათანადო მოპყრობისგან. მთავრობა ასევე ვალდებულია გამოიძიოს და გამოასწოროს ამ ვალდებულებებით გათვალისწინებული დარღვევები.
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ცემის, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება, ასეთი გამოძიებები უნდა უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, არამედ პასუხისმგებლობას ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა დაიწყონ დამოუკიდებელი გამოძიება არჩევნების შემდგომ ძალადობის შესახებ. 23 დეკემბერს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფოებმა გაააქტიურეს ვენის მექანიზმი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია თვითნებური დაპატიმრებების, დაკავებების და არასათანადო მოპყრობის შესახებ. თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის თანამშრომლობაზე, მონაწილე სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ მოსკოვის მექანიზმის გასააქტიურებლად, რაც გულისხმობს გამოძიების დაწყებას, რომელიც არ საჭიროებს სამიზნე სახელმწიფოს თანხმობას.
EU-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ EU-ს ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქართველი მომიტინგეების ცემასა და ძალადობაზე. ამავე დროს, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მოქნილი დემოკრატიის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის", – წერს Human Rights Watch.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები