ზურაბიშვილი ივანიშვილს 29 დეკემბრამდე მოლაპარაკებებზე დათანხმებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 23 დეკემბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, რომ მის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს დათანხმდეს.
ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოებას მოფრთხილება სჭირდება, ამიტომ ამ კვირაში, 29 რიცხვამდე, ის მზად არის "ნებისმიერ ფორმაში" მიიღოს ივანიშვილი, ხოლო სხვა შემთხვევაში "თუ არ იქნა მიღწეული ეს კომპრომისული ვარიანტი, ეს დიალოგი, არის მეორე ვარიანტიც — მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის".
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, რეჟიმის ჩამოშლაში არავის ხელი არ ურევია, გარდა ძალაუფლების მქონე პირებისა, რომლებიც დროულად ვერ მიხვდნენ, ამ ქვეყანას როგორ უნდა მეპყრობოდნენ.
"ეს კრიზისი ისეთ ფაზაში გადავიდა, რომ არც ერთი გამოსავალი აღარ დაგვიტოვა. ჩვენ კი ვცადეთ და გამოვცადეთ ყველა შესაძლო საშუალება, რაც არსებობდა სამართლებრივად იმისთვის, რომ ეს კრიზისი დაძლეული ყოფილიყო, სანამ ამ მასშტაბებს შეიძენდა. ეს იყო ის სასამართლო დავები, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შედეგს — ეს არის ჩვენი სასამართლოს სავალალო მდგომარეობა.
უნდა შევუსწორო აქ ირაკლი კობახიძეს — სასამართლომ კი არ გაამართლა მმართველი პარტიის პოზიცია და არჩევნების შედეგები, საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო, არც განიხილა ეს სარჩელი, რამაც ახალი არაკონსტიტუციური სიტუაცია შექმნა, რადგან არალეგიტიმური პარლამენტი არ უნდა შეკრებილიყო არც ჩემს გარეშე და არც საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხის გარეშე.
მოქალაქეებმა სტრასბურგშიც შეიტანეს სარჩელი და ეს არის ბოლო ეტაპი, მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ სტრასბურგი დღეს და ხვალ არ გასცემს პასუხს, თუმცა, ეს ნაბიჯიც გადადგმულია.
არ დარჩა არც ერთი სამართლებრივი, კონსტიტუციური გზა. დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნა და ეს არის ხალხის მოთხოვნა, ჩემი მოთხოვნა, პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა.
სადაც ვიმყოფებით ჩვენ, რჩება ორი გამოსავალი — ერთია, მივაღწიოთ ამ არჩევნებს უმოკლეს დროში და იმ პირობებში, რომელიც აღადგენს ამომრჩევლების ნდობას. მივაღწიოთ შეთანხმებას მმართველ გუნდთან იმაზე, რომ ჩატარდება ეს არჩევნები დათქმულ ვადაში.
დიალოგი ჩემთან უნდა იყოს და არა საზოგადოების ცალკეულ პირებთან, რომელიც თავისთავად არ არის აკრძალული და შეიძლება, კარგიც იყოს, მაგრამ ამ საკითხზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორთან და მათთან, ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში — პარტიები, დამკვირვებლები და ა.შ.
მეორე მხარეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი და რამდენიმე წარმომადგენელი მისი პარტიის, რამდენსაც ის ისურვებს. პრინციპში, მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც მარტო ვიქნები და ვილაპარაკოთ. ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო იმიტომ, რომ ეს კრიზისი აღარ ითმენს და თუ ამ კვირაში მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ, ამ საზოგადოებას უნდა გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ მშვიდობის გასაღები, მაშინ რატომღა გადავდოთ, შევხვდეთ ამ კვირაში, 29 რიცხვამდე. მე მზად ვარ და მივიღებ ნებისმიერ ფორმაში.
თუ არ იქნა მიღწეული ეს კომპრომისული ვარიანტი, ეს დიალოგი, არის მეორე ვარიანტიც — მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის. უკვე იშლება ეს რეჟიმი. ეს არის ალტერნატივა — ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა თუ არა და ეს არის რეჟიმის ჩამოშლა.
ეს რეჟიმი თავისით იშლება და არავის ხელი არ ურევია, ეს არის თქვენი ბრალი, ვინც ხართ ძალაუფლებაში იმიტომ, რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე და ვერ დაინახეთ, ამ ქვეყანას როგორ უნდა მოეპყროთ", — განაცხადა პრეზიდენტმა.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები