საია: ე.წ. ტიტუშკები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების ხელშეწყობით, მათი თანხმობით მოქმედებენ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მშვიდობიან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების თავდასხმის ფაქტებს განსხვავებული აზრის მიმართ ტერორის სახელმწიფო მექანიზმის იარაღად აფასებს. ამის შესახებ საიას განცხადებაშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, ეს არის ტაქტიკა, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო ოფიციალური ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიერ "წახალისებული არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები, რომელთა მიზანიც არის ძალადობა, დაშინება საპროტესტო მოძრაობების მხარდამჭერებისა, თუ ჟურნალისტების მიმართ".
მათივე განმარტებით, ასეთი ფაქტების სიმრავლე და პოლიციის სრული უმოქმედობა მიუთითებს, რომ დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და რეაგირებაზე უფლებამოსილი პირების მხრიდან არსებობს წინასწარი თანხმობა სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ დანაშაულის განხორციელებაზე.
"ამ ტაქტიკას პირველად 2024 წელს აპრილ-მაისის აქციების დარბევების დროსაც ჰქონდა ადგილი, რაც, როგორც ქცევის მოდელი, "ტიტუშკების რეიდად" შეფასდა. 2024 წლის აპრილ-მაისში, "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციების დროს, უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან, რამაც კიდევ უფრო წააქეზა და განავრცო ძალადობის ფარგლები. სადამსჯელო დაჯგუფებების ძალადობას ადგილი ჰქონდა, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ პროტესტებზე.
2024 წლის 28 ნოემბრიდან, ტერორის სახელმწიფო მექანიზმის არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების ინტერესს შემდეგი პირები წარმოადგენენ:
2 დეკემბერს კოალიცია ცვლილებისთვის წევრს, გელა ხასაიას, სამი ე.წ. ტიტუშკა საკუთარ სახლთან დაესხა თავს, როდესაც ის აქციაზე მისვლას ცდილობდა, მას სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
5 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო მარიოტის წინ, მობილიზებული ე.წ. ტიტუშკები შენობიდან ოპოზიციის ლიდერების გამოსვლას ელოდებოდნენ. მათ შორის იყო სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პოლიციის თანამშრომელი, გიორგი პირველაშვილი. ტიტუშკებსა და პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირების დროს პოლიცია ე.წ. ტიტუშკებს შეუერთდა თავდასხმაში და სპორტსმენი და ოპოზიციური პარტიის ახალის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ დათუნაშვილი დააკავა.
6 დეკემბერს პუბლიკას ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, თავს დაესხნენ უცნობი პირები და მასზე ფიზიკურად იძალადეს. იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილთან ძალიან ახლოს იდგნენ, მათ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ამ ფაქტზე.
6-7 დეკემბრის აქციაზე, ღამით, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან თარხნიშვილის ქუჩით სანაპიროსკენ გადაინაცვლეს, მათ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული უცნობი პირები დაუპირისპირდნენ, რასაც არ მოჰყოლია პოლიციის მხრიდან რაიმე რეაგირება.
7 დეკემბერს სადამსჯელო რაზმების ძალადობა ახალ რეპრესიულ საფეხურზე გადავიდა, მას შემდეგ, რაც ისინი თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ. მოქალაქეები ჰყვებოდნენ, რომ აქციის მონაწილეებს ნიღბიანი, ხელკეტებით შეიარაღებული პირები დასდევდნენ და სცემდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძესაც, რომლის თქმითაც პოლიციას ძალადობაზე სათანადო რეაგირება არ ჰქონია. გავრცელებული ინფორმაციით, "ტიტუშკებმა“ სცემეს აქციის მონაწილეს, ფსიქოლოგ გიორგი ჩოგოვაძეს.
7 დეკემბერს ერთი და იგივე სადამსჯელო დაჯგუფება თავს დაესხა ტვ პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ამავდროულად სასტიკად გაუსწორდა ოპერატორს, გიორგი შეწირულს. დაჯგუფების წევრები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მაკა ჯანაშიას და ეკა ჯანაშიას და წაართვეს მათ ტელეფონები, რადგან ისინი ტვ პირველის ჟურნალისტებზე ძალადობის კადრებს ტელეფონით იღებდნენ.
7 დეკემბერს, ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ, იგივე სადამსჯელო დაჯგუფება შეიჭრა პარტია ახალის ოფისში და კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე თავდასხმა ხანმოკლე ინტერვალით ბესიკის ქუჩაზე მოხდა, ხოლო პოლიციას ამაზეც არანაირი რეაგირება არ ჰქონია.
სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის კარგად არის ცნობილი, თუ ვინ არიან სადამსჯელო დაჯგუფების წევრები. ეს ცხადადაა ცნობილი ღია წყაროებში არსებულ მასალებში, მაგალითად, ზოგჯერ ჩანს თავდამსხმელთა სახეები. თუმცა, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ, მაშინ, როდესაც საპატრულო ეკიპაჟს შეეძლო რეალურ დროში აღეკვეთა ძალადობა, ან მოეხდინა მასზე რეაგირება, საჯარო წყაროები მიუთითებს სრულ ინდიფერენტულობასა და უმოქმედობაზე.
ეს ყოველივე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უთითებს, რომ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების ხელშეწყობით / მათი თანხმობით მოქმედებენ აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების ტერორის მიზნით.
საია განაგრძობს შეკრების თავისუფლებისა და სხვა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და საზოგადოებას მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიაწვდის ობიექტურ ინფორმაციას", — აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
კომენტარები