იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე: უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება! ამას ღიად უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჯანდაცვის სამინისტრო
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება! ამას ღიად უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჯანდაცვის სამინისტრო, — ამის შესახებ ექიმი იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში წერს.
"დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება!
ამ დღეებში ლაივში ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტობრივად ქიმიური იარაღის გამოყენებას. ქიმიურ იარაღად შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მშვიდობიანი მიტინგის დაუცველი მონაწილეებისაკენ. ამგვარად, წყლის ნაკადი წარმოადგენს ქიმიური ტოქსიკური ნივთიერების გადამტანს, ხოლო ქიმიური იარაღის განმარტება სხვა რა არის თუ არა "ტოქსიკური ნივთიერება + გადამტანი საშუალება ადამიანების მასიური დაზარალებისათვის".
ასეთ შემთხვევაში მსგავსი თვითნაკეთი ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს კარგად უნდა მოეხსენებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც პერმანენტულად უნდა აფრთხილებდეს ძალოვან სტრუქტურებს, ღიად ეწინააღმდეგებოდეს ამ კატასტროფულ პრაქტიკას და მუდმივად უნდა აცხადებდეს ამას მასიური საინფორმაციო საშუალებებით, ვინაიდან ადამიანის
ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების პრევენცია ზუსტად რომ ამ უწყების მოვალეობაა! თუმცა ჯანდაცვის ოფიციალური სტრუქტურებიდან მხოლოდ დაზარალებულთა რაოდენობების სისხლიან სტატისტიკას თუ ვიგებთ.
CDC-ს ინსტრუქციებში (*) ხაზგასმით არის ჩაწერილი, რომ მსგავსი ქიმიური აგენტების მიერ ადამიანისათვის მიყენებული ზიანის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით არის ეს ქიმიური ნივთიერებები გამოყენებული და რა დროის განმავლობაში იყო ადამიანი მათი ზემოქმედების ქვეშ. ყოველდღიურად ვხედავთ "წიწაკის სპრეის" პირდაპირ სახეში შესხურებას, ამ და, შესაძლოა, სხვა ნივთიერებები დამატებული წყლის ნაკადით ადამიანების დასველებას, ტანსაცმლის გაჟღენთას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე რჩება დემონსტრანტის სხეულზე. კიდევ უფრო სავალალოა ძალოვნების მიერ დაკავებული ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება, მოიშორონ კონტამინირებული ტანსაცმელი და ჩამოირეცხონ ტოქსიკური ქიმიური აგენტები.
ასევე აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს საზოგადოებას, რომელი კონკრეტული ქიმიური აგენტებია გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ. ყველაზე ხშირად გამოყენებული აგენტები შემდეგია:
• Chloroacetophenone (CN)
• Chlorobenzylidenemalononitrile (CS)
• Chloropicrin (PS)
• Bromobenzylcyanide (CA)
• Dibenzoxazepine (CR)
• აღნიშნული ნივთიერებების კომბინაციები
დაუყოვნებელ ეფექტზე ბევრი დაიწერა და პირდაპირ ლაივშიც ვხედავთ, რა ემართება ხალხს. აქ ჩამოვთვლი მძიმე და შორეულ შედეგებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ასეთი ქიმიური ნივთიერებების არასწორ, მათ შორის მათი მაღალი დოზით გამოყენებასა და ადამიანის ხანგრძლივ ექსპოზირებას მათ მიმართ:
• სიბრმავე
• გლაუკომა - თვალის მძიმე პათოლოგია, რომელმაც ასევე შეიძლება განაპირობოს სიბრმავე,
• უეცარი სიკვდილი ხორხისა და ფილტვების ლორწოვანის დამწვრობის გამო,
• სუნთქვის უკმარისობა, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი
„ხელნაკეთი“ ქიმიური იარაღის ზემოქმედება ერთ ადამიანზე შეიძლება არ იყოს მძიმე, მაგრამ იგივე დოზა მეორე ადამიანისათვის შეიძლება სიკვდილის ან დაინვალიდების მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით საშიშია ძლიერი ალერგიული წინასწარგანწყობის, ბრონქული ასთმის, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების და ბევრი სხვა დაავადების მქონე ადამიანების ექსპოზირება ამ „თითქოსდა სწრაფი და მსუბუქი“ მოქმედების ტოქსინების მიმართ, რომელიც რიგ შემთხვევაში (და განსაკუთრებით მათი არასწორი გამოყენების დროს) შეიძლება სასიკვდილო ქიმიურ იარაღად იქცეს", — წერს გიორგი კამკამიძე.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები