კობახიძე: აშშ-ის ელჩსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა არ შემდგარა — აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას "ოცნება" 2025 წლის 20 იანვრის შემდეგ ელოდება
ფოტო: NEWS.On.ge
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩ, რობინ დანიგანსა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შორის დაანონსებული შეხვედრა არ შემდგარა.
ამასთან, მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აშშ-ისთან ურთიერთობის გადატვირთვას "ოცნება" 2025 წლის 20 იანვრის შემდეგ ელოდება.
"[აშშ-ის ელჩ, რობინ დანიგანთან ბიძინა ივანიშვილის] შეხვედრა არ შემდგარა. რასაც ვამბობთ ზუსტად ამ სცენარში ჯდება. მოქმედ ადმინისტრაციას აშკარად არ სურდა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ელჩი არის დამოკიდებული იმაზე, რასაც ეტყვის მისი ადმინისტრაცია. ამაზე ელჩი არ იღებს თავად გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი არის იმის მანიშნებელი, რომ ყველაფერი არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. გრძელდებოდა შანტაჟი, ჩვენი ქვეყნის მიმართ არასწორი მიდგომით მოქმედება. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოდიოდა და არჩევნების წინ პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა რადიკალურ ოპოზიციას. პირდაპირ ამბობდა იმას, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლებოდა და არ მოვიდოდნენ ეს ადამიანები, მკვლელები და მწამებლები ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში მათთვის საქართველოს არ ჰქონდა ფასი. [რობინ დანიგანთან] იმის მერე არ ყოფილა კომუნიკაცია. დღეს მოქმედი ელჩი ელოდება ახალ ადმინისტრაციას და ახალი ადმინისტრაციის მანდატის შესაბამისად იმოქმედებს უკვე იანვრიდან. მთავარი ჩვენთვის არის — დეკემბერი არის გადავლილი, "ნაცმაიდანი" ჩავარდა და ყველაფერი მიდის ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. 20 იანვრამდე გვექნება სიმშვიდე. რაც მთავარია "ნაცმაიდანი" ჩავარდა, პატარა კუდები შეიძლება იყოს, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ "ნაცმაიდანი" ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო კოორდინირებული მცდელობა საქართველო არეულობაში გაეხვიათ. საბოლოო ჯამში, ჩვენ მშვიდად მივალთ 20 იანვრამდე და 20 იანვრიდან ველოდებით გადატვირთვას", — განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედისთვის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიცემულ ინტევიუში თქვა, რომ არჩევნების შემდეგ შეხვედრა გაიმართებოდა მასსა და აშშ-ის ელჩ, რობინ დანიგანს შორის.
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
კომენტარები