როგორ შეუძლიათ ინდ. მეწარმეებს საქართველოს ბანკის გათამაშებაში ბილეთების დაგროვება
ფოტო: საქართველოს ბანკი
1 ოქტომბრიდან ინდივიდუალური მეწარმეებისთვის საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო. ბიზნესის გაციფრულების პარალელურად, მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიური ტრანზაქციების ონლაინ შესრულებით, 50-დან 50 000 ლარამდე პრიზების მოგების შანსი გაზარდონ.
გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე გრძელდება. გამარჯვებული ინდ. მეწარმეები კი თითოეული თვის ბოლოს გამოვლინდებიან.
პირველი ეტაპის გათამაშება 6 ნოემბერს გაიმართა და ათასზე მეტ მეწარმეს შესაძლებლობა მიეცა 10 000, 500, 200, 100 და 50 ლარის ფულადი პრიზი მიეღო.
რომელი ტრანზაციების შესრულებისას გროვდება ბილეთები?
გათამაშების ბილეთები ბიზნეს ინტერნეტბანკში და ბიზნეს მობილბანკში შესრულებული ტრანზაქციებით გროვდება. სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულების შედეგად, მომხმარებლებს სხვადასხვა რაოდენობის ბილეთი ერიცხებათ. მათ შორის აღსანიშნავია:
პირველი ავტორიზაცია ციფრულ არხებში — თუ 2024 წლის 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში არ შესულხართ, გათამაშების პერიოდში პირველივე შესვლისას 50 ბილეთს მიიღებთ;
პლასტიკური ბარათის შეკვეთა — თუკი ბიზნეს მობილბანკიდან ან ბიზნეს ინტერნეტბანკიდან თქვენი საქმიანობისთვის Mastercard ან Visa ბარათს შეუკვეთავთ, გათამაშების 20 ბილეთი დაგერიცხებათ;
ციფრული ბარათის შეკვეთა — საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკიდან ან ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შესაძლებელია ციფრული ბარათის შეკვეთაც, რომელსაც ფიზიკური ბარათის იდენტური დანიშნულებით Google Pay ან Apple Pay-ის საფულეების დახმარებით გამოიყენებთ. ამ ბარათის შეკვეთით კი გათამაშების 20 ბილეთს მიიღებთ;
ბიზნეს ანაბრის გახსნა — თუკი თქვენი საქმიანობის გასაფართოებლად, ან სხვა მიზნების მისაღწევად ბიზნეს ანაბარს გახსნით, ავტომატურად 20 ბილეთის მფლობელი გახდებით.
გარდა ამისა, ბილეთები გროვდება ბიზნეს ბარათით განხორციელებულ გადახდებზე, ანაბარზე თანხის დამატებისას, კომუნალური გადასახადების დაფარვისას, ლარში ან უცხოურ ვალუტაში განხორციელებული გადარიცხვებისას, ვალუტის კონვერტაციის ან ხაზინაში გადარიცხვისას.
დეტალურ ინფორმაციას, თუ რამდენი ბილეთი გროვდება თითოეული მათგანის შესრულებისას, ამ ბმულიდან მიიღებთ.
როგორ ჩავერთოთ გათამაშებაში?
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი. ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ონლაინ ან ბანკის ფილიალებიდან. გათამაშებაში მონაწილეობისა და ბილეთები დაგროვებისთვის კი საჭიროა მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტ და მობილბანკში ტრანზაქციების შესრულება.
გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების ათვლა ყოველთვიურად ხელახლა იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი, მეორე და მესამე ეტაპის გათამაშებებისას გამოყენებული იქნება შესაბამისი თვის განმავლობაში დაგროვებული ბილეთები. თუმცა ფინალში, სადაც 50 000, 20 000 და 10 000 ლარი თამაშდება, სამივე თვეში დაგროვებული ბილეთები მონაწილეობს.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში. ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გაზარდეთ მოგების შესაძლებლობა. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც გაიზრდება.
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
კომენტარები