"ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე მესმის, რისი გავლა მოუწია ბობ დილანს" — ტიმოთი შალამე
ფოტო: Getty Images
ტიმოთი შალამემ ცნობილ ტელეწამყვანთან, ზეინ ლოუსთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კარიერის დასაწყისში გადამხდარი არც ისე სასიამოვნო მომენტი გაიხსენა, რომელიც, მისი აზრით, ბობ დილანთან აახლოვებს — მუსიკოსთან, რომლის როლსაც ახალ ფილმში ასრულებს.
"როცა ლაბირინთში მორბენალის ან Divergent-ის რომელიმე როლისთვის მსურდა ქასთინგზე გასვლა, ჩემი აგენტისგან ყოველთვის იმას ვისმენდი, რომ როლისთვის "შესაფერისი სხეული" არ მქონდა. ის სულ მეუბნებოდა, რომ წონაში უნდა მომემატებინა," — უამბო შალამემ ლოუს.
მიუხედავად იმისა, რომ 2010-იანი წლების დისტოპიურ ფილმებში ტიმოთი შალამე ვერ ვიხილეთ, მისი კარიერა მაინც საოცრად წარმატებული გამოდგა. მომდევნო თვეში მისი მონაწილეობით ახალი ფილმი გამოდის, რომელსაც გულშემატკივართა და კრიტიკოსთა მთელი არმია ელოდება. A Complete Unknown მუსიკის ამერიკელი ლეგენდის, ბობ დილანის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ნამუშევარი იქნება.
ფოტო: Screen Rant
"ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებების გამო მესმის, რისი გავლა მოუწია ბობ დილანს. ბობს სურდა, რომ როკ ენ როლის ვარსკვლავი გამხდარიყო, ბადი ჰოლის, ლითლ რიჩარდისა და ელვის პრესლის მსგავსად, ყოფილიყო ისეთი არტისტი, რომლებიც ახალგაზრდებს მოსწონდათ 50-იანებში. მეც ზუსტად მსგავსი წარმატება მინდოდა — დიდი კინოვარსკვლავი რომ გავმხდარიყავი," — ამბობს შალამე.
დილანის მსგავსად, შალამემაც ისწავლა, რომ კარიერის შენების პროცესში იმ პროექტებზე უნდა ემუშავა, რომლებთანაც ინდივიდუალურ ემოციურ კავშირს იგრძნობდა. "როგორღაც ძალიან საჩემო, პერსონალიზებულ ფილმებში მივიღე მონაწილეობა და ჩემი თავი ვიპოვე. დილანისთვის ეს ფოლკის ჟანრი აღმოჩნდა. მინესოტაში მან როკ ენ როლის ბენდი ვერ შეინარჩუნა, რადგან ყველა მუსიკოსს, რომელთაც თანამშრომლობდა, უფრო მდიდარი ახალგაზრდები ასაქმებდნენ. ჩემთვის ეს გზა იყო ისეთი უნიკალური სტილის ფილმების აღმოჩენა, როგორებიც იყო Call Me By Your Name, Beautiful Boy, Lady Bird, Little Women... ამ ფილმებს შედარებით დაბალი ბიუჯეტი ჰქონდათ, თუმცა არტისტული თავისუფლება მენიჭებოდა და მათი მორგება ჩემს თავზე შემეძლო. ამ დროს ვიპოვე ჩემი რიტმი, თავდაჯერებულობა, მოძრაობა, რაც გინდათ, ის დაუძახეთ," — ასე დააკავშირა თავისი გამოცდილება ბობ დილანის ცხოვრებასთან მსახიობმა.
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
კომენტარები