რა თქვა სტრასბურგმა "აგენტების კანონის" შესახებ? — სიმართლე და ინტერპრეტაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნაში
რა თქვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ?
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთში მოქმედ "აგენტების კანონის" შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქმეში "ქობალია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა. მთავარი, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, იყო ის, რომ რუსეთში მოქმედი კანონის მიზანი არის არა გამჭვირვალობა, არამედ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და კონტროლი.
საქმე ეხებოდა რუსეთში მოქმედ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც სთხოვს არასამთავრობო ორგანიზაციას, მედია ორგანიზაციას და ინდივიდს დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოელი აგენტები".
"კანონმდებლობა იყო მასტიგმატიზებელი, შეცდომაში შემყვანი და გამოიყენებოდა ზედმეტად ფართო და არაპროგნოზირებადი კუთხით", — წერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
სტრასბურგმა მკაფიოდ თქვა, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეურაცხმყოფელი, მასტიგმატიზებელი და მდევნელი კანონები შეუთავსებელია ევროპულ სამართალთან.
როგორ გაიგო სტრასბურგის გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ
უკვე მერამდენედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღმოჩნდა ის ინსტიტუცია, რომელმაც ოპოზიციის, "ენჯეოების", უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების დეზინფორმაციის კამპანია ამხილა. ამჯერად ეს მხილება ტერმინის, "რუსული კანონი" მომგონებლებს და გამომყენებლებს ეხებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის აღქმით, რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რა იყო რუსეთში მოქმედ კანონში ის შეზღუდვები, რომლის გამოც მან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა. ესენია:
- ყველა გამოცემის ბრენდირება, როგორც „უცხოელი აგენტის“ წარმოებულის;
- ყველა საარჩევნო პროცესისგან გამორიცხვა;
- პროფესიული სასწავლო პროგრამების განხორციელების აკრძალვა;
- ახალგაზრდებთან პროგრამების განხორციელების აკრძალვა;
- კერძო კომპანიებისგან სარეკლამო შემოსავლის მიღების აკრძალვა;
- არაპროპორციული სანქციები (დისკრეციული ჯარიმები, ორგანიზაციის გაუქმება)".
შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ არც ერთი ეს შეზღუდვა ქართულ გამჭვირვალობის კანონში არ არის.
"ამიტომაც იყო საუკუნის აფერა, როდესაც ქართულ კანონს, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო რუსეთში მოქმედ კანონთან, "რუსული კანონი" უწოდეს. რა თქმა უნდა, როგორც მანამდე — რუსთავი 2-ის, მელიას, გვარამიას, სააკაშვილის და ა.შ. საქმეებზე — ალბათ არც ახლა მოიხდის ვინმე ბოდიშს საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისთვის, მაგრამ ქართველი ხალხი თავის დასკვნებს ხომ გამოიტანს და ეს დასკვნები ყველაზე ცხადად და ხმამაღლა 26 ოქტომბერს გაჟღერდება“, — წერს შალვა პაპუაშვილი.
რა წერია სინამდვილეში სტრასბურგის გადაწყვეტილებაში
სტრასბურგის სასამართლომ აგენტების კანონის გამო რუსეთის მიერ უფლებების დარღვევა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე "ქობალია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" და აცხადებს, რომ ამ საქმეში სასამართლოს განმარტება ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს, რომ საქართველოში მოქმედი რუსული კანონი ანალოგიურად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს.
"გუშინდელი გადაწყვეტილება არ არის პირველი, რომელიც ევროპულმა სასამართლომ რუსეთში "აგენტების" კანონთან დაკავშირებით მიიღო. 2022 წელს “ეკო დიფენსის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების (გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა. კანონის მიღების შემდეგ ეტაპობრივად რუსეთში მოქმედი კანონი სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, ემატებოდა დამატებითი შეზღუდვები აგენტის სტატუსის მქონე სუბიექტებისთვის, აგრეთვე მკაცრდებოდა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებსა და დამატებით შეზღუდვებზეც დასჭირდა მსჯელობა". — ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრი ასევე ეხმაურება შალვა პაპუაშვილის კომენტარს და მას მანიპულაციურს უწოდებს.
"მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან უჩვეულო არ არის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების არასწორი ინტერპრეტაცია, თუმცა პაპუაშვილის ეს განცხადება განსაკუთრებით მანიპულაციურია და არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოს განმარტებასთან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპირისპიროდ, უნდა ითქვას, რომ ევროპული სასამართლო ცხადად გამოხატავს პოზიციას აგენტების კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე, რომლებიც აგრეთვე არის განსაზღვრული ქართული ოცნების მიერ მიღებულ "რუსულ კანონში".
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის გადაწყვეტილებაში ევროპულ სასამართლოს უკვე ჰქონდა შეფასებული „აგენტების“ კანონის ძირითადი პრობლემები, ახალ გადაწყვეტილებაში განმეორებით გაუსვა ხაზი რამდენიმე საკითხს:
"კანონის მასტიგმატიზირებელი ეფექტი - სასამართლომ განმარტა, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაციების "უცხოურ აგენტებად" დასახელება არამარტო გაუმართლებელი და ხელისშემშლელი იყო მათი საქმიანობისთვის, არამედ, მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტიგმატიზირებელი ეფექტიც ჰქონდა.
აუდიტისა და ანგარიშგების მოთხოვნები — სასამართლოს განმარტებით, ანგარიშგებისა და ხშირი შემოწმების ვალდებულება განმცხადებელ ორგანიზაციებს არაპროპორციულ ფინანსურ და ორგანიზაციულ ვალდებულებას უწესებდა, რაც გამჭვირვალობის მომეტებული საჭიროებით ვერ აიხსნებოდა.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა — სასამართლოს შეფასებით, პირადი მონაცემების რეესტრში გასაჯაროება "უცხოური აგენტის" მასტიგმატიზირებელ იარლიყთან ერთად, უნდა ჩაითვალოს განმცხადებლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევად.
კომისიას ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონიც პრობლემურად აქვს შეფასებული თანაზომიერების პრინციპის დარღვევის გამო. შესაბამისად, მაღალია შანსი იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც ვენეციის კომისიის დასკვნის სულისკვეთებას გაიზიარებს", — წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ორგანიზაციის განმარტებით, ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ორივე გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებს, რომ გამჭვირვალობის სახელით მიღებული ასეთი კანონები აღვივებს უნდობლობასა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ, რისი მიზანიც თავისუფალი სივრცეების ჩახშობაა. მათი მტკიცეებით, ევროპული სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპულ ინსტიტუციებს მკაფიო და თანმიმდევრული მიდგომა აქვთ ანტიდემოკრატიული ნორმატიული აქტების მიმართ და შესაბამისად, ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი ცალსახად არის როგორც დემოკრატიის დამაზიანებელი, აგრეთვე გადაულახავი ბარიერი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
კომენტარები