მოისმინეთ საბავშვო ევროვიზია 2024-ის ყველა სიმღერა
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი / EBU
2024 წლის საბავშვო ევროვიზიამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს წელს ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი უმასპინძლებს, კონკურსის ფინალური შოუ კი 16 ნოემბერს გაიმართება.
რიგით 22-ე ევროვიზია ჯუნიორზე საქართველოს 11 წლის ანდრია ფუტკარაძე წარადგენს გიგა კუხიანიძის სიმღერით დედას. ანდრია მაყურებლის წინაშე მე-9 ნომრად წარდგება და, წინა წლების მსგავსად, ქართველი მსმენელის განსაკუთრებული გულშემატკივრობა დასჭირდება. თუ როგორ უნდა დაუჭიროთ მხარი პატარა ქართველ მომღერალს კონკურსზე, ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით, მანამდე კი უკვე შეგიძლიათ მოუსმინოთ ყველა სიმღერას, რომელიც წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობს.
1. იტალია — სიმონე გრანდე სიმღერით Pigiama party
2. ესტონეთი — ანაბელი სიმღერით Tänavad
3. ალბანეთი — ნიკოლ ჩაბელი სიმღერით Vallëzoj
4. სომხეთი — ლეო სიმღერით Cosmic Friend
5. კვიპროსი — მარია პისარიდესი სიმღერით Crystal Waters
6. საფრანგეთი — ტიტუანი სიმღერით Comme ci, comme ça
7. ჩრდილოეთ მაკედონია — ანა და ალექსეი სიმღერით Marathon
8. პოლონეთი — დომინიკ არიმი სიმღერით All Together
9. საქართველო — ანდრია ფუტკარაძე სიმღერით დედას
10. ესპანეთი — ქლოე დელაროსა სიმღერით Como la Lola
11. გერმანია — ბიარნე სიმღერით Save the Best for Us
12. ნიდერლანდები — ჯგუფი Stay Tuned სიმღერით Music
13. სან-მარინო — ჯგუფი Idols SM სიმღერით Come noi
14. უკრაინა — არტემ კოტენკო სიმღერით HEAR ME NOW
15. პორტუგალია — ვიქტორია ნიკოლი სიმღერით Esperança
16. ირლანდია — ენია კოქს დემპსი სიმღერით Le chéile
17. მალტა — რამირეს შიბერასი სიმღერით Stilla ċkejkna
ანდრია ფუტკარაძე
ფოტო: რანინა / საზოგადოებრივი მაუწყებელი
ანდრია ფუტკარაძემ წლევანდელ ევროვიზია ჯუნიორზე საქართველოს წარმომადგენლის სტატუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ რანინას მეშვიდე სეზონში გამარჯვებით მოიპოვა. ბათუმში დაბადებულ ანდრიას სიმღერა ორი წლის ასაკში დაუწყია. ექვსი წლის ასაკიდან იგი ანსამბლ ზღვის შვილების წევრია, ამასთან, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში სწავლობს ფორტეპიანოს განხრით.
საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე
2024 წლის საბავშვო ევროვიზიის სცენის დიზაინი
ფოტო: RTVE
გასულ წელს, ნიცაში გამართულ საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება ისევ საფრანგეთს ხვდა წილად: ზედიზედ მეორედ, ჯამში კი — მესამედ. საქართველო კი, უკვე საფრანგეთთან ერთად, საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენ ქვეყნად რჩება სამი გამარჯვებით. 2008 წელს პირველი გამარჯვება ჯერ ჯგუფმა ბზიკებმა მოიპოვა, 2011 წელს პირველადგილოსანი გახდა ჯგუფი ქენდი, 2016 წელს მალტაზე გამართული კონკურსი კი მარიამ მამადაშვილმა მოიგო. ამას გარდა, საქართველომ ევროვიზია ჯუნიორზე ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი და ხუთჯერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
კომენტარები