Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება
ფოტო: თიბისი
სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.
მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას პროდუქტის განვითარებისა და ვალიდაცის მიმართულებით, იმუშავებენ მომხმარებლის სეგმენტაციაზე, ჩამოაყალიბებენ ფასეულ შეთავაზებას, ტრენინგები დაეთმობა მარკეტინგს, ბრენდინგს, რეკლამასა და გაყიდვებს, ასევე Growth Marketing-ს, ბაზარზე შესვლის სტრატეგიას, ტექნიკური პროდუქტის შექმნას (MVP), ბიზნესმოდელს და ფინანსებს, ასევე დაფინანსების წყაროების მოძიებას. გუნდები აქტიურად იმუშავებენ Pitch Deck-ის აწყობასა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაზე.
აქსელერატორი ჩატარდება ძირითადად ფიზიკურ ფორმატში, გაგრძელდება12 კვირას და შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან: ადგილობრივი და საერთაშორისო ბუთქემფი, თემატური სესიები, ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან, ნეთვორქინგ ღონისძიებები, იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა და დემო დღე, სადაც სტარტაპები თავინთ კომპანიებს ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგენენ.
აღსანიშნავია, რომ წელს Impact Hub Tbilisi-ს აქსელერატორი დამეგობრდა Google for Startups-თან და საერთაშორისო ბუთქემფს მადრიდში, სწორედ Google for Startups-ის კამპუსი უმასპინლებს. აქსელერაციის ბოლო ეტაპზე, შერჩეული სტარტაპები გაემგზავრებიან სასწავლო ვიზიტით მადრიდში, გაეცნობიან ევროპულ სტარტაპ ეკოსისტემას და გაივლიან დამატებით ტრენინგებს.
შერჩეული სტარტაპები:
· Ally — ნეთვორქინგ აპლიკაცია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გამოიყენონ ერთმანეთის კონტაქტები პროფესიული საქმის მოსაგვარებლად.
· Aloha — პლატფორმა HoReCa სექტორში ჩართულ ბიზნესებს ეხმარება მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდაში.
· Altera-Tax Compliance — პლატფორმა ალგორითმის გამოყენებით მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს საგადასახადო და ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავებას.
· ArtOa.io — პლატფორმა ერთმანეთთან აკავშირებს კედლის მხატვრებს დამკვეთებთან და ამავდროულად AI/AR ტექნოლოგიის საშუალებით ქმნის კედლის არტს წუთებში.
· Bit Solutions — ვებ.პლატფორმა ხელს უწყობს ბიზნესებს, მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღებაში, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.
· Calendo — სერვისების დაჯავშვნის პორტალი, რომელიც ინტეგრირებულია კომპანიების შიდა ERP სისტემთან.
· Certify Hub: E-Legal Solutions — ბიზნესებისთვის და ფიზიკური პირებისთვის ინდივიდუალურად მორგებული ელ. კომერციის პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ბიუროკრატიული სერვისების მიღებას.
· DAILOGY — მესენეჯერ-ჩატ აპლიკაცია აღიქვამს დისფუნქციურ ტექსტებს და აგენერირებს შესაბამის ფუნქციურ, პოზიტიურ კომუნიკაციას, რითაც ამარტივებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის.
· Doer — პლატფორმა აკავშირებს დამწყებ ტექ ენთუზიასტებს ერთმანეთთან ერთი იდეის გარშემო.
· DocHub — პლატფორმა სრულად უზრუნველყოფს ხელშეკრულების შექმნის, გაფორმებისა და მართვის პროცესების ავტომატიზაციას.
· Hiera — ვებ.პლატფორმა ამარტივებს ინტერიერის დიზაინერებისა და სტუდიების სამუშაო პროცესს, პროექტის მართვას, ნამუშევრების გაზიარების შესაძლებლობასა და უკუკავშირის მიღებას.
· INSTASHOP.WORLD — სოციალურ ქსელებს შიგნით ვაჭრობისთვის განკუთვნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო სისტემა.
· Quissly — ელ.კომერციის ბუნებრივ ენაზე მოსაუბრე თანამგზავრი, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის მაღაზიებს გაყიდვების გაზრდაში, მათი მომხმარებლებისთვის სასურველი შეთავაზებების მეშვეობით.
· Ringovet — პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარების ადგილზე გამოძახების მობილური აპლიკაცია, რომელიც ამავდროულად ზრუნავს მიუსაფარი ცხოველების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
· SHARA - Coach Agile Teams — ეჯაილ მიდგომების და პრაქტიკების მართვის ციფრული ხელსაწყო/ვებ.აპლიკაცია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ეჯაილ ტრანსორმაციისა და მიდგომების ეფექტურად განხორციელება/განვითარებაში.
· Skippit - SaaS აპლიკაცია სააგენტო და საკონსულტაციო ბიზნესებისთვის, რომელიც ყველა საოპერაციო პროცესს და მონაცემს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს და მმართველ გუნდს ეხმარება პროექტებისა და ბიზნესის ეფექტურად, მონაცემებზე დაყრდნობით, მართვაში.
· Skratchville — მარკეტინგის გემიფიკაცია D2C და B2C-სთვის.
· Strive — ვიდეო თამაშების ქოუჩინგის მარკეტფლეისი, რომელიც ერთის მხრივ, დამწყებ გეიმერებს ეხმარება საკუთარ ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებული ქოუჩინგ სერვისების მიღებაში, მეორეს მხრივ, გამოცდილ გეიმერებს გეიმინგ უნარების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.
· Tripcamp — მობილური აპლიკაცია ბუნებაში დასვენების მოყვარულებისთვის, რომელიც მოგზაურებს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში დაგეგმონ დასვენების სრული პროცესი- იპოვნონ და დაჯავშნონ დასარჩენი ადგილები, მიიღონ ინფორმაცია ლოკალური გამოცდილების, ტურების თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
· uCraft.io — მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმა უზრუნველყოფს მარკეტინგული კონტენტის დაგეგმვას, შექმნას, გამოქვეყნებასა და ანალიზს სხვადასხვა პლატფორმისთვის.
· Webook — ონლაინ ჩაწერების პლატფორმა თავის მოვლის ინდუსტრიისთვის.
· World Tourist — ტურისტული აკლიკაცია, რომელიც მოგზაურებს უნიკალური ადგილობრივი გამოცდილების აღმოჩენისა და ფასდაკლებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო 4 ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 2 მილიონ ევრომდე ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.
მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com
სტარტაპ აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი.
-
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი
გადახედვა
-
"ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა? "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
გადახედვა
-
ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
გადახედვა
-
OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში
გადახედვა
-
ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს
-
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა
-
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა "გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა
გადახედვა
-
ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა
გადახედვა
-
საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის? ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?
- ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან
-
ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
გადახედვა
-
ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია! ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია!
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
-
ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
გადახედვა
-
პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა
გადახედვა
-
ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს
გადახედვა
კომენტარები