რუსი პრენკერი კურიერთან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ნამდვილად ესაუბრა შს მინისტრს
ფოტო: leksandr Shcherbak / TASS / Scanpix
რუსი პრენკერი, ლექსუსი რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის შს მინისტრის სახელით ნამდვილად ესაუბრა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე. ლექსუსის თქმით, ის მზადაა ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზაზე გადაიგზავნოს:
"მას არ გაკვირვებია ჩვენი ზარი და გვითხრა კიდეც რით შეეძლო დაგვხმარებოდა. ჩვენც ვუთხარით რითაც შეეძლო. შემდეგ იყო ეს საუბარი ჩვენს შორის. რაღაც მომენტში ღელავდა, რაც მდგომარეობდა იმაში, იყო თუ არა უფლებამოსილი ასეთი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიეღო. თუ იტყოდა - მოახდინეთ დეპორტაცია, ეს იქნებოდა ერთპიროვნული გადაწყვეტილება. სჭირდებოდა კონსულტაცია და გაივლიდა კიდეც თქვენს პრემიერთან. როგორც კი მიიღო მითითება, დარეკა და გვითხრა არ გამოაძევოთ სააკაშვილიო."
საქმე ეხება უკრაინულ მედიაში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე საუბრობს და მას უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ აღნიშნული საუბარი ნამდვილად შედგა. უწყების პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობაც. დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, ასეთი კავშირები ღია სატელეფონო ხაზით არ დგება, ჩანაწერის ავთენტურობაზე სეროზულად საუბარი არ შეიძლება და შესაბამისად მის შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ისინი მიიჩნევენ, რომ ჩანაწერით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნამდვილად პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩანაწერის ავთენტურობის შესამოწმებლად საერთაშორისო უწყებებისთვის მიმართვას გეგმავს.
ვინ არის რუსი პრენკერი ლექსუსი?
რამდენიმე წელია ლექსუსი, თავის პარტნიორ ვოვანთან ერთად პოპ ვარსკვლავებს, საჯარო ფიგურებს და პრეზიდენტებსაც კი სატელეფონო ზარით ასულელებს. რუსული მედიასაშუალება Meduza-ს ცნობით, მათი საქმიანობა რატომღაც მუდმივად ემსახურება რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს. მაგალითად, 2016 წლის მარტში ვოვანმა და ლექსუსმა ნადია სავჩენკოს წერილი გადასცეს, რომელიც თითქოს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ იყო გამოგზავნილი. წერილი სავჩენკოს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. წერილის ავთენტურობაში დარწმუნებული არა მხოლოდ სავჩენკო, არამედ მისი ადვოკატებიც იყვნენ. ერთ-ერთმა ადვოკატმა პრენკერებს რუსული უსაფრთხოების სამსახურებთან კავშირში დასდო ბრალი, თუმცა პრენკერებმა კრემლთან თანამშრომლობა უარყვეს.
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
კომენტარები