GMC: ბოდიშის შესახებ ივანიშვილის განცხადების გარეკლამებაში TV იმედმა და Postv-მ $1.4 ათასი გადაიხადეს
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი
ბიძინა ივანიშვილის განცხადების გარეკლამებაში, სადაც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ გორში შეკრებილ მოსახლეობას უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს "ოს დებსა და ძმებს", სამთავრობო ტელეარხებმა იმედმა და Postv-მ 1 400 დოლარი გადაიხადეს, — ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
"2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიები აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას. გამონაკლისი არც მმართველი პარტია არის. ქართული ოცნების წევრები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც, უკვე რამდენიმე კვირაა სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობას ხვდებიან და კონცერტებსაც მართავენ.
2024 წლის 14 სექტემბერს, შეხვედრაზე, რომელიც ქალაქ გორში გაიმართა, ბიძინა ივანიშვილმა მიმართვისას თქვა: "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო რომ დავალების შესაბამისად მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გაახვია ჩვენი ოსი დები და ძმები."
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საზოგადოებისგან საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე დღეა სამთავრობო არხები და ქართული ოცნების სხვა წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებისა თუ თავიანთი კომენტარების გასავრცელებლად სოციალური ქსელის პოსტებს არეკლამებენ.
მაგალითად, 14 სექტემბრის შემდეგ, მხოლოდ ქართული ოცნების Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების დარეკლამებისთვის დაახლოებით 600 აშშ დოლარი არის დახარჯული. აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების წევრებმა, მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმაც გადაიხადეს თანხა თავიანთი პოსტების დარეკლამებაში, რომლებიც ძირითადად ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებოდა. ამ მიზნით მამუკა მდინარაძემ 100$ დახარჯა, ხოლო შალვა პაპუაშვილმა — 200$.
აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ სამთავრობო არხებიც იხდიან თანხას სოციალური ქსელის რეკლამებში, რათა ხელი შეუწყონ ბიძინა ივანიშვილის განცხადების გავრცელებას.
ტვ იმედმა მამუკა მდინარაძის გამოხმაურებისა და გორში ჩატარებული შეხვედრის ვიდეოს დარეკლამებაში საერთო ჯამში 200 აშშ დოლარი გადაიხადა.
გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა ტელეკომპანია პოსტვ-მ. ბიძინა ივანიშვილის განცხადების დარეკლამებაში ტელეკომპანიამ 700$ გადაიხადა, შალვა პაპუაშვილის გამოხმაურებაში დამატებით 300$, მამუკა მდინარაძისა და კახა კალაძის კომენტარები კი 100-100 აშშ დოლარით დარეკლამდა.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ 2008 წლის ომის დროს გარდაცვლილ სამხედროებსაც. ქართული ოცნების წევრები და პარტიასთან აფილირებული ტელეკომპანიები კი სოციალურ ქსელში დარეკლამებული პოსტებით ხელს უწყობენ ამ განცხადების გავრცელებასა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას". — წერს ორგანიზაცია.
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად, რადგან მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები" — თქვა ივანიშვილმა.
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები