გურამ მაჭარაშვილი

17 Sep. 2024, 14:00

"მინდა გაგახსენოთ ჩვენი – ხალხის ძალის წერილი, რომელიც გამოვაქვეყნეთ ამ წლის 10 ივნისს. ვამბობდით, რომ უცხოური ძალა აუცილებლად დაინახავდა, რომ ბარიერის გადალახვის შანსი ნაცმოძრაობის გარდა სხვას არ ექნებოდა და აუცილებლად მოინდომებდა, რომელიმე პოლიტიკური ფიგურებისა და პარტიების შერწყმას, რათა როგორმე გადაელახათ 5%-იანი ბარიერი. ეს აღსრულდა გუშინ, საზოგადოებამ დაინახა, რომ გამოაგორეს სალომე ზურაბიშვილი და ათქმევინეს, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ლანძღავდა გახარიას, ხოლო გახარია — ხაზარაძეს, აუცილებელი იყო ამ ბავშვების პოლიტიკური ქორწინება და ამის მაჭანკლობა დაავალეს სალომე ზურაბიშვილს. მოუხედავად იმისა, რომ შვილები თანახმა არ არიან, მშობლებმა უცხოეთში გადაწყვიტეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაქორწინდეს. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე. რა თქმა უნდა, ესეც არ გამოუვათ იმიტომ, რომ ხმას ორივე აუცილებლად დაკარგავს. გახარიას მომხრე ხედავს, რომ ხაზარაძის გარდა იქ კიდევაა სალომე სამადაშვილი ნაცმოძრაობიდან, ალეკო ელისაშვილი და ა.შ. და პირიქით. ამას ჩვენ ვნახავთ 26 ოქტომბერს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ

ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისი ბევრს წარმოუდგენია, როგორც მშვიდი, გაწონასწორებული და მზრუნველი. სინამდვილეში, ეს…