თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია ProdAct Conference 2024 გაიმართა
ფოტო: თეგეტა
ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიებში, ციფრული პროდუქტების მომავალი, მომხმარებლის ქცევა — ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც ProdAct Community-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე განიხილეს. ProdAct Conference 2024 თემით - Tomorrow Of Digital Products 8 სექტემბერს Radisson Blu Iveria-ში გაიმართა და 450-მდე ქართველ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლა.
ღონისძიების ღირებული პარტნიორი თეგეტა ჰოლდინგი იყო, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ციფრული სფეროს განვითარებას და თავადაც ნერგავს კომპანიაში სიახლეებს ამ მიმართულებით, რისი ნათელი მაგალითიც თეგეტას აპლიკაცია — Tegeta app-ია. კომპანია მრავალი წელია, მომხმარებელს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით სთავაზობს ყველა იმ სერვისს, რომელიც ავტომობილის ეფექტიანი მოვლისთვის არის საჭირო. აპლიკაციის მიზანი კი არის, ეს პრინციპი ფიზიკურიდან ციფრულ სამყაროში გადმოიტანოს.
სწორედ თეგეტას ციფრულ პროდუქტებზე და ამ მიმართულებით კომპანიის გამოცდილებაზე ისაუბრა კონფერენციაზე ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდმა ნიკა კოხოძემ.
ფოტო: თეგეტა
ნიკა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: "ტექკონფერენციაზე ვისაუბრე ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, რომელსაც თეგეტა ახლა გადის. ჩვენი მთავარი სათქმელი არის დიგიტალიზაცია ავტოინდუსტრიაში და ამ მიმართულებით ჰოლდინგში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. სწორედ თეგეტაა პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზარზე ავტომობილების ონლაინშერჩევისა და ყიდვის შესაძლებლობა გააჩინა. ასეთ ინოვაციებზე დგას ჩვენი სამომავლო გეგმები დიგიტალიზაციის მიმართულებით. ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, თეგეტა ჰოლდინგში აქტიურად ინერგება სხვადასხვა სერვისი და ამ სერვისების შესახებაც ვისაუბრე, მათ შორის მნიშვნელოვანია E-commerce მიმართულება, თეგეტას ონლაინმაღაზია shop.tegetamotors.ge და ახლახან დალონჩილი თეგეტას ციფრული პროდუქტი — TEGETA app. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თეგეტასთვის მსგავსი ღონისძიების მხარდაჭერა კარგი შესაძლებლობაა, უფრო მეტად დაუახლოვდეს ტექკომუნას და კომპანიის ციფრული მომავლის პროდუქტები ფართო აუდიტორიას გააცნოს".
კონფერენცია მიზნად ისახავდა, მონაწილეებს მიეღოთ ცოდნა და გასცნობოდნენ სტრატეგიებს, რომლებიც საჭიროა მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვის.
გამომსვლელებს შორის იყვნენ ასევე ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტები ქართული და ისეთი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Adobe, Spotify, ProductHired, Klarna და ა.შ.
ProdAct Community-ს ტექნოლოგიური კონფერენცია ორი ძირითადი მიმართულებისგან შედგებოდა — ვორქშოფები და პანელური დისკუსიები. მთლიანობაში მოიცავდა ოთხ სექციას და სრულად დაფარა თემები, რომლებიც ციფრულ ტრანსფორმაციასთან იყო კავშირში.
გიორგი ლომიძე, ProdAct-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: "ჩვენი მიზანი იყო, გვესაუბრა, როგორ მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიებში ახლა და რა გავლენას იქონიებს დღევანდელი რეალობა ხვალინდელ დღეზე. კერძოდ, როგორი ციფრული პროდუქტები გვექნება სამომავლოდ, როგორი აპლიკაციები მოეწონება მომხმარებელს და როგორ მოახდენენ ამ ყველაფერთან ადაპტირებას დიდი კომპანიები. მსგავსი ღონისძიებების გამართვის დროს ფუნდამენტურია კერძო კომპანიების მხარდაჭერა. თეგეტა არის ჩვენი ღირებული პარტნიორი და მისი კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიების ჩართულობა საჭიროა ღონისძიების ორგანიზების ნაწილში, მეორე მხრივ, ამ კომპანიებში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი გამოცდილება საინტერესოდ გააზიარონ".
კონფერენცია ProdAct Conference 2024 — Tomorrow Of Digital Products გაიმართა Product Community-ის ინიციატივით. ეს არის პირველი ქართული კომუნა, რომელიც ციფრულ და ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ადამიანებს აერთიანებს. წლევანდელი კონფერენცია დატვირთული იყო ინსპირაციული პრეზენტაციებით, მრგვალ მაგიდასთან დისკუსიებითა და საინტერესო მოხსენებებით.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები