"ორი ქალის სიყვარულის ნახვა არავის უნდოდა" — ქეით ბლანშეტის თქმით, Carol-ისთვის დაფინანსების პოვნა გაჭირდა
ფოტო: Wilson Webb
ფილმი Carol უკვე ლამის საშობაო კლასიკადაა ქცეული. 2015 წელს გამოსული ფილმი, რომელშიც მთავარი როლები ქეით ბლანშეტმა და რუნი მარამ შეასრულეს, ოსკარის ექვსგზის ნომინანტი გახდა და მსოფლიოში უამრავი კინომოყვარულის მოწონება დაიმსახურა. თუმცა, როგორც ჩანს, პროექტის დასრულება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მიზეზი კი, მისი შინაარსის გამო რთულად მოსაძიებელი ფინანსები იყო.
ტორონტოს წლევანდელ კინოფესტივალზე, ქეით ბლანშეტი, რომელსაც აუდიტორია ფეხზე წამომდგარი შეხვდა, გულშემატკივრებთან საუბრისას Carol-საც შეეხო. ოსკაროსანი ავსტრალიელი მსახიობის თქმით, ამ ფილმის დასრულებას ხუთი წელი და რეჟისორის რამდენჯერმე გამოცვლა დასჭირდა, რადგან პროექტისთვის დაფინანსების მოძიება გაჭირდა. მორიგი რეჟისორის წასვლის შემდეგ, თავად ბლანშეტიც აპირებდა პროექტის დატოვებას, მაგრამ შემდგომ ფილმის გადაღება ტოდ ჰეინსმა ითავა და მსახიობიც დააბრუნა.
"ეს პროცესი ხუთ წელს გაგრძელდა, რადგან ფილმის დაფინანსება არავის სურდა", — იხსენებს ბლანშეტი, — "არავის უნდოდა, ენახა... ვინ უყურებდა ფილმს, სადაც ერთის კი არა, ორი შეყვარებული ქალის ამბავია მოყოლილი?".
მსახიობის თქმით, კინოინდუსტრიაში კიდევ ბევრი რამ არის შესაცვლელი, რათა ეს სფერო უფრო "სამართლიანი და ინკლუზიური" გახდეს, მაგრამ "სასიკეთო ნაბიჯებიც გადაიდგა".
ფოტო: Wilson Webb
აღსანიშნავია, რომ Carol-ის დასრულებას, რეალურად, 18 წელი დასჭირდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფილმისთვის სცენარი ჯერ კიდევ 1997 წელს დაიწერა. ის პატრისია ჰაისმითის 1952 წელს გამოქვეყნებულ რომანს, მარილის საფასურს, ეფუძნება.
Carol-ში სიუჟეტი სწორედ 1950-იან წლებში, ნიუ-იორკში ვითარდება. ფილმი გვიყვება შუახნის ასაკის ქალის, ქეროლისა, და ფოტოგრაფიით გატაცებული ახალგაზრდის, ტერესის, მალული სასიყვარულო ურთიერთობის ამბავს. იმის მიუხედავად, რომ Carol-ს დიდი კომერციული წარმატება არ მოჰყოლია, კინოკრიტიკოსებმა აღფრთოვანებული შეფასებები არ დაიშურეს. BBC-მ ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმადაც დაასახელა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
კომენტარები