თეონა აქუბარდია

3 Sep. 2024, 12:42

"მაშინ, როცა ოცნებამ რუსული კანონი მიიღო, რუსეთი ახლა გაზრდის ზეწოლას მის მისაღებად ოკუპირებულ აფხაზეთში, რასაც დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა წარსულში და შეჩერებული იყო. შესაბამისად, რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ხოლო ოცნების მთავრობა დასავლეთთან დაპირისპირებით კიდევ მეტად ასუსტებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მეტიც, თავად აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი შამბაც კი, თავის ინტერვიუში, ფაქტობრივად, აღიარებს დასავლეთის როლს არაღიარების პოლიტიკის პროცესში, სადაც აფხაზეთის გაეროში წევრობის მიზანზე საუბრობს.

შესაბამისად, დასავლეთისგან იზოლაციის პროცესში ოცნების პოლიტიკის შედეგად, კიდევ უფრო ძლიერდება რუსეთის პოზიციები, როგორც ოფიციალურ თბილისზე, ისე ოკუპირებულ აფხაზეთზე და ამ ვითარებაში მეტი საფრთხე ექნება ჩვენს მიზანს რეალური სუვერენიტეტის და მშვიდობიანად ქვეყნის გამთლიანების შესახებ ევროპულ ოჯახში წევრობით.

ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის, ნამდვილი სუვერენიტეტის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზაციის რეალური შესაძლებლობაა. ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოს ინტერესების არათუ დაცვას, არამედ, წინ წაწევას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  3. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  4. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  5. ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა

"ჩვენ ვნახეთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ავტოკეფალია, ნამდვილი დამოუკიდებლობა, როდესაც ჩვენ თვითონ, ყოველგვარი უცხო…