თეონა აქუბარდია

26 Sep. 2024, 14:48

"თქვენ ახლა გინდათ შევაფასო ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაცხადებული საქართველოს ინტერესების შესაბამისად, რაც წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ თავად „ქართული ოცნება" წავიდა საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ. იქნება ეს ნამდვილი სუვერენიტეტი, ნამდვილი მშვიდობა, თუ ნამდვილი ევროპული მომავალი. შესაბამისად, კაცი, რომელსაც ეშინია დაარქვას მტერს სახელი (და ეს სიახლე არ არის "ქართული ოცნების" მხრიდან), კაცი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ნამდვილი მეგობრები მტრად გამოეცხადებინა, ამ ვითარებაში ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის უშინაარსო და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, რითაც გამოვიდა კობახიძე გაეროში. ის ცდილობს, საქართველოს როლი წარმოაჩინოს რეგიონში მშვიდობის მთავარ დამცველად, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის უქმნის მშვიდობას საფრთხეს, მაშინ როდესაც, საქართველოს აშორებს დასავლეთს და ერთი ერთზე, მარტო ტოვებს ოკუპანტ ძალასთან. ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ

საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია არქი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი…