TI: "ოცნების" დელეგატის და მისი პარტნიორის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 41-მლნ-მდე ლარი მიიღეს
საბურთალოს რაიონში ქართული ოცნების საარჩევნო სიის დელეგატის, აკაკი ალადაშვილისა და მისი ბიზნესპარტნიორის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2024 წლებში 40,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. — ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს
ალადაშვილი 2021 წლიდან დღემდე თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან. ის 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.
TI წერს, რომ ალადაშვილი შპს "ტრანსპორტერის" 10% წილის მფლობელია, კომპანიის 90% წილის მფლობელი და დირექტორი კი სერგო შუღაროვია. შუღაროვი მართავს აკაკი ალადაშვილის 10% წილს და ფლობს სხვა კომპანიებსაც: შპს "მაუნთინ რეზორტ სოლუშანსს" და შპს "ტრანსპორტერ ბაიკს".
აკაკი ალადაშვილს და სერგო შუღაროვი ასევე წილებს იყოფენ: შპს "კროსროუდ ტრანსში", შპს "ეკო ფერმაში", შპს "მულტი ქონსთრაქშენ გრუფსა" და შპს "ჯიესეი ქონსალთინგ გრუფში".
"ორივე, აკაკი ალადაშვილი და სერგო შუღაროვი, მმართველი პარტიის და მისი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შემწირველები არიან. კერძოდ, სერგო შუღაროვმა, 2018 წლის 22 ნოემბერს, 60,000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს, ხოლო აკაკი ალადაშვილმა, 2021 წლის 13 ოქტომბერს - 40,000 ლარი ქართულ ოცნებას — წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის ცნობით, აკაკი ალადაშვილის და სერგო შუღაროვის კომპანიებმა: შპს "ტრანსპორტერი", შპს "მაუნთინ რეზორტ სოლუშანსი" და შპს "ტრანსპორტერ ბაიკი" 2016-2024 წლებში 23,163,079 ლარის ჯამური ღირებულების 168 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს და 17,532,665 ლარის 133 ელექტრონული ტენდერი მოიგეს.
TI აღნიშნავს, რომ კომპანიებს მოგებულ 102 ტენდერში კონკურენტები არ ჰყოლიათ, ხოლო 7 ტენდერში კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად გაიმარჯვეს.
"ტენდერებიდან მიღებული ჯამური შემოსავლების 85% უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებული ტენდერებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის, ხოლო მთლიანად სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლების 93% გამარტივებულ შესყიდვებზე, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებულ ტენდერებზე მოდის", — აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და მიიღოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
კომენტარები