უკანონოა ნებისმიერი ნივთის სახლში გატანება, ერთი წლის იქნება, თუ სამი მილიონის — არქეოლოგი ოკაცეში არტეფაქტების გასხვისებაზე
"უკანონოა სახლში გატანება ნებისმიერი ნივთის, არ აქვს მნიშვნელობა — ერთი წლის იქნება, თუ სამი მილიონის", — ამის შესახებ NEWS.On.ge-სთან თსუ-ს არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლიჩელმა, რუსულენოვანი ტურ-ოპერატორის, take and hike-ის მიერ ოკაცეში პალეონტოლოგიური ტურის დაგეგმვასა და მოპოვებული არტეფაქტების ტურისტებზე გასხვისებაზე, კომენტირებაზე განაცხადა.
მისი თქმით, "კულტურული მემკვიდრეობა ეკუთვნის სახელმწიფოს, ამიტომ მისი მითვისება უკანონოა".
"უკანონოა სახლში გატანება ნებისმიერი ნივთის რაც არ უნდა იყოს, გინდა ერთი წლის იქნება თუ 3 მილიონის, არ აქვს მნიშვნელობა. ტურ-ოპერატორებისთვის მსგავსი ტიპის საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა, ის განაგებს კულტურულ მემკვიდრეობას საქართველოში.
კულტურული მემკვიდრეობა ეკუთვნის სახელმწიფოს, ამიტომ მისი მითვისება უკანონოა“, — აცხადებს ვახტანგ ლიჩელი.
არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის თქმით, ბუნების ძეგლიდან რაიმეს მოპოვებას დანაშაულია და არ შეიძლება უკანონოდ არც მოპოვება არც ხალხში წაღება.
“რაც შეეხება ბუნების ძეგლიდან რაიმეს მოპოვებას ეს დანაშაულია ნამდვილად. არ შეიძლება უკანონოდ არც მოპოვება არც სახლში წაღება”, — აცხადებს არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ Facebook-ჯგუფი take and hike, რომელსაც რუსულენოვანი კონტენტი აქვს, ტურისტებს საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ტურებს სთავაზობს.
ერთ-ერთი მათგანი — ოკაცეს ტური პალეონტოლოგიურ ექსკურსიას გულისხმობს, სადაც ტურისტებს არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას და ცარცული პერიოდის არტეფაქტების — ბელემნიტების, ამონიტების და უძველესი მოლუსკების მოპოვებას სთავაზობენ. იქვე ვკითხულობთ, რომ თუ ტურისტს ძალიან გაუმართლა, ზღვის რეპტილიის ძვლებსაც იპოვის. საიტზე მითითებულია, რომ ეს არტეფაქტები 110-120 მილიონი წლითაა დათარიღებული.
არქეოლოგიური ტური 1 პერსონაზე 180 ლარი ღირს. საიტზე ნათქვამია, რომ ტურისტებს შეუძლიათ ნაპოვნი ნივთები დაიტოვონ, ან მათივე მუზეუმს გადასცენ.
შეგახსენებთ, რომ ცარცული პერიოდი დედამიწის ისტორიის მეზოზოური ერის მესამე პერიოდია. რადიოლოგიური მეთოდით დადგენილია, რომ ამ პერიოდის ხანგრძლივობა დაახლოებით 70 მლნ წელს შეესაბამებოდა.
NEWS.On.ge-მ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართა კითხვით, რამდენად კანონიერია არქეოლოგიური ტურის დაგეგმვა, ტურის ფარგლებში არტეფაქტების მოძიება და ტურისტებისთვის გადაცემა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.
NEWS.On.ge აგრძელებს თემაზე მუშაობას.
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა

კომენტარები