“სავსეა სამყარო კარგი წიგნებით, რომელიც ყველას მოერგება“, — დათო ტურაშვილის რჩევები საქართველოს ბანკის კამპანიის “ჩაინიშნე საკითხავი“ ფარგლებში
ფოტო: საქართველოს ბანკი
წიგნის კითხვის სიყვარული, ხშირად, ჩვევის დაძლევით იწყება. სწორედ ამიტომ, მშობლები ცდილობენ, ბავშვებში ხელი შეუწყონ ამ ჩვევის გამომუშავებას, რაც დაეხმარება მათ, ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობა მათთვის საყვარელ საქმიანობად აქციონ.
სწორედ ეს იდეა იქცა საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გუნდის შთაგონებად და ახალ კამპანიაში ითარგმნა.
მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, უფრო მეტი შემეცნებისა და ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების კამპანიას “ჩაინიშნე საკითხავი და გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” ახორციელებს.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს გამოცდილ და დამწყებ მკითხველებს, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ. ამისათვის, გუნდმა უნიკალური დიზაინის სანიშნი შექმნა ათი წიგნისთვის, რომელიც მკითხველს სხვადასხვა დარგის ინფლუენსერების კომენტარებს, მოსაზრებებსა და იდეებს უზიარებს და მათ ლიტერატურულ თავგადასავალში მეგზურობას უწევს.
“როგორც წიგნი ამდიდრებს და ავითარებს ადამიანის გონებას... შემოქმედებით, ანუ კრეატიულ ნიჭსა და უნარს, ისე სხვა - ვერაფერი. ამიტომ მგონია, რომ მთავარია, ჩვენ ეს უნარ-ჩვევები პატარაობიდანვე გვქონდეს, რომ წიგნის კითხვა შეგვიყვარდეს“, — ამბობს დათო ტურაშვილი, რომელიც ხელოვნების სფეროს შვიდ წარმომადგენელს შორის ერთ-ერთია.
მან საქართველოს ბანკის იდეათეკის კამპანიის ფარგლებში ორი წიგნი შეარჩია: ერიკ-ემანუელ შმიტის “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ და ფრანსუა ვიიონის “მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი”.
“კარგი წიგნი ხომ იცით რომელია, რომ დაიწყებ და ვერ მოწყდები. ჩემი შერჩეული წიგნიც ისეთია, რომ ვერ მოწყდები. ამიტომ, ჩემი სურვილია, ყველამ წაიკითხოს, დიდებმაც და პატარებმაც, რომ იყვნენ იმაზე უკეთესები, ვიდრე ვართ“, — ამბობს დათო ტურაშვილი.
კამპანიის ფარგლებში, უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები საქართველოს ბანკის 23 იდეათეკაში განთავსდება. თუმცა, კითხვის მოყვარულთათვის, შეზღუდული დროითა და რაოდენობით extra.ge-სა და სულაკაურის გამომცემლობის თაროებზეც (ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებშიც) იქნება ხელმისაწვდომი.
“ხშირად მეკითხებიან, რომელი წიგნიდან აჯობებს რომ დავიწყოთ კითხვა? ჰგონიათ, რომ რაღაც წიგნია ისეთი, ჯადოსნური, რომელსაც რომ წაიკითხავ, მერე კარგი მკითხველი გახდები. ეს სულ ფუჭი მცდელობაა, რომელიც არაფერში გამოადგებათ. უფროსები რომ ეჩხუბებიან ბავშვებს, “როგორ შეიძლება ეს წიგნი არ გქონდეს წაკითხული?“ ძალიან კარგადაც შეიძლება. მთავარია, სულ იკითხო და თუ არ მოგწონს, არ განიჭებს სიამოვნებას, დახურე იმ წუთში და გადაშალე სხვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ წიგნის არ უნდა გვეშინოდეს, პირიქით... სავსეა სამყარო კარგი წიგნებით, რომელიც ყველას მოერგება“, — ამბობს დათო ტურაშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს 2019 წლიდან ახორციელებს. ეს არის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოსწავლეებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით — კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით. შედეგად, დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები