ქართული ანიმაციის ახალი სიცოცხლე — თქვენ წინაშეა საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსკლუზიური სტიკერების ნაკრები
ფოტო: Viber
საქართველოს ხელოვნების სასახლე, Rakuten Viber-თან თანამშრომლობით, ყველასთვის საყვარელი ქართული მულტფილმის პერსონაჟების სტიკერების ნაკრებს უშვებს.
ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის. ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ადრეულ ასაკში ვიღებთ, სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება თითოეულ ჩვენგანს. ბავშვობის საყვარელი პერსონაჟები ხომ დიდობაშიც ჩვენი ცხოვრების მთავარი მეგზურები არიან. განსაკუთრებული ემოციების გასაცოცხლებლად და უნიკალური ქართული ანიმაციის უკვდავსაყოფად, საქართველოს ხელოვნების სასახლემ, Rakuten Viber-თან თანამშრომლობით, უნიკალური სტიკერების ნაკრები — “უკვდავი ქართული ანიმაცია“ წარადგინა, რომელიც ქართული საკულტო ანიმაციის ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს ეძღვნება.
სტიკერების ნაკრებში გაერთიანებულია კლასიკად ქცეული ქართული ანიმაციის ისეთი სიმბოლოები, როგორებიცაა “წუნა და წრუწუნა“, “ჩხიკვთა ქორწილი“, “მე წვიმად მოვალ“, “გულუბრყვილო ბატის ტასიკოს თავგადასავალი“ და “ნარცისი“. აქვე შეხვდებით რევაზ გაბრიაძის შექმნილ ესკიზს გახმაურებული ქართული ფილმისთვის „შერეკილები“. ნაკრებში შესული ყველა ნამუშევრის ორიგინალი დაცულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში.
ამ მულტფილმების გმირები, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი უნიკალური ხიბლით და კულტურული მნიშვნელობით, ზედმიწევნითაა გაცოცხლებული მხიარულ, ფერად სტიკერებში, რომლებიც ასახავენ მათ არსს და აცოცხლებენ ციფრულ სამყაროში.
ხელოვნების სასახლის კომენტარი: “ქართულ ანიმაციას, მარადიულ კლასიკას, უამრავი ქართველის გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ესაა თემა, რომელიც მრავალ თაობას აკავშირებს ერთმანეთთან და ეროვნული იდენტობის განცდას უღვივებს. ეს ანიმაციები, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ეროვნული საგანძური, ცნობილია არა მხოლოდ მათი გამორჩეული მხატვრული სტილით, არამედ საინტერესო თხრობითა და კულტურული მრავალფეროვნებით. ანიმაციის მთავარი ფუნქცია მხოლოდ გართობა კი არ არის, არამედ პატარა მაყურებლებისთვის ცხოვრებისეული გაკვეთილების მიცემა და სწორი ღირებულებების დანერგვაა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ Rakuten Viber-თან ერთად, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ ქართული ანიმაცია და მას სრულიად ახლებური სიცოცხლე მივანიჭეთ“.
სტიკერების ნაკრები უკვე ხელმისაწვდომია Rakuten Viber-ში. მესენჯერის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაახალისონ საუბრები ქართული მულტფილმების სახასიათო და მიმზიდველ გმირებთან ერთად, რომლებსაც ყველაზე უკეთ შეუძლიათ თავიანთი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა. ეს ინიციატივა, არა მხოლოდ აღიარებს ქართულ ანიმაციას, არამედ აძლიერებს ადგილობრივი აუდიტორიის ერთიანობის განცდას და აფასებს კულტურულ მემკვიდრეობას.
გარდა ამისა, საქართველოს ხელოვნების სასახლემ, Rakuten Viber-შიც თემატური არხიც გახსნა, სადაც მიმდევრებს სთავაზობს საინტერესო ინფორმაციას ხელოვნების შესახებ და თამამად უზიარებს კულტურის სფეროს უჩვეულო თუ განსაკუთრებულ ფაქტებს.
Rakuten Viber-ის კომენტარი: “ჩვენთვის დიდი პატივია ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელოვნების სასახლესთან და ჩვენს მომხმარებლებს, სულ სხვა ფორმით წარვუდგინოთ ეს მომხიბლავი პერსონაჟები. ეს ნაკრები არ არის მხოლოდ სურათების კოლექცია, ეს არის ქართული ანიმაციის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ზეიმი. ჩვენ ვიმედოვნებთ, ყოველდღიური ციფრული საუბრები, ამ პერსონაჟების დახმარებით კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახდება“.
საქართველოს ხელოვნების სასახლის შესახებ
თბილისის ისტორიულ უბანში, კარგარეთელის ქუჩაზე, ერთი ულამაზესი სასახლე დგას, რომელიც 1895 წელს გერმანელმა არქიტექტორმა პაულ შტერნმა ააგო. 1989 წლიდან ამ შენობაში თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული, რომელსაც ხელოვნების სასახლედ მოიხსენიებენ.
სასახლე-მუზეუმში 10 საგამოფენო დარბაზია. მუზეუმის უნიკალური ექსპონატია ვანში გათხრებისას ნაპოვნი ანტიკური პერიოდის მარმარილოს ნიღაბი; აგრეთვე, XVII საუკუნის სპარსული მინიატიურები; ქართული თეატრის აბრეშუმზე დაბეჭდილი პროგრამები; თეატრალური და დეკორატიული ხელოვნების კოლექციები; ცნობილ ხელოვანთა პირადი არქივები; ფერწერული ტილოები და სხვა. მუზეუმში 300 ათასზე მეტი ექსპონატია, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას იძლევა ქართული თეატრის, მუსიკის, ოპერისა და საბალეტო ხელოვნების განვითარებაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.artpalace.ge
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.
Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის — Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
კომენტარები