10 ყველაზე პერსპექტიული ლიდერი საქართველოში — თეგეტას აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა Asia Business Outlook-ის რეიტინგში
ფოტო: თეგეტა
ვახტანგ კაჭარავა — სტრატეგიული ლიდერი ავტოინდუსტრიის სადავეებთან — ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო გამოცემა თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის შესახებ. ავტორიტეტული მედია ვახტანგ კაჭარავას განვლილ პროფესიულ გზაზე წერს, რომელიც გაყიდვების მენეჯერის პოზიციით დაიწყო და ფინანსურ და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით გაგრძელდა. რაც შეეხება აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, ის კომპანიას სათავეში პანდემიის დროს ჩაუდგა. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, სირთულეების გადალახვა გუნდთან ერთად შეძლო.
Asia Business Outlook თეგეტა ჰოლდინგს ქართული ავტოინდუსტრიის ევოლუციის ქვაკუთხედს უწოდებს. კომპანია, რომლის ისტორიაც 1995 წელს დაიწყო, საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს აერთიანებს. აქ ერთ სივრცეშია შესაძლებელი მსუბუქი ავტომობილის, სატვირთო და სამშენებლო ტექნიკის სერვისების მიღება. ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობა. პროცესი კი ერთი ფანჯრის პრინციპით, მარტივად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.
საერთაშორისო გამოცემასთან ინტერვიუში ვახტანგ კაჭარავა აღნიშნავს, რომ კომპანიის მიზანი მომხმარებლისთვის ავტომობილის ფლობის გამარტივებაა.
"ჩვენი პრიორიტეტია, საავტომობილო სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით, მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ. ამავე დროს მუდმივად მივყვებით ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში, ვნერგავთ მათ ჩვენს ყოველდღიურობაში და მაღალი დონის მომსახურებით ვპასუხობთ მომხმარებლის მოლოდინებს. მსოფლიო სტანდარტების დანერგვა და მდგრადი მიზნების მისაღწევად რეგიონში ძირეული ცვლილებების გატარება ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს, პირველ რიგში, მომავლის კონცეფციებზე აგებული სერვისცენტრებისა და შოურუმების მშენებლობაა. მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვით დღეს ამიერკავკასიაში სერვისის პირველი ჰაბი და მსოფლიო მასშტაბით სანდო ბიზნესპარტნიორები ვართ", — აცხადებს კაჭარავა.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი შეიცვალა, პანდემიის უარყოფითი გავლენებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით. ამ ფონზე რეგიონის საავტომობილო სექტორს ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჰქონდა. „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეს გამოწვევები შესაძლებლობად აქცია და 2022 წელი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დახურა – კომპანიის შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა.
"ჩვენი ბიზნესი ჩვენი გუნდის წევრებზე დგას. მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ის, რასაც დღეს თეგეტა წარმოადგენს და ქმნის. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს შევძლებთ, რადგან საუკეთესო გუნდი გვყავს, რომელიც იზიარებს ჰოლდინგის ღირებულებებს, არ წყვეტს განვითარებას და მუდმივად ისწრაფვის სრულყოფილებისკენ.
„გამბედავებს ბედი სწყალობთ — ასეთია ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზი, თუმცა საუბარია იმ გამბედავებზე, რომლებიც დაუღალავი შრომისთვის მზად არიან. იმაზე მეტი უნდა იმუშაო, ვიდრე გგონია, რომ საჭიროა და არასდროს შემოსაზღვრო საკუთარი პასუხისმგებლობა ჩარჩოთი. საქმის კეთების არეალი და საჭიროება შეუზღუდავია, ისევე, როგორც შესაძლებლობების", — აცხადებს თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.
Asia Business Outlook-ის შეკითხვაზე — რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ცდილობენ ბიზნესში ლიდერობის მოპოვებას? თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც მუშაობ, ვისგანაც შედგება გუნდი და კომპანია. ამასთანავე, უმთავრესია ადაპტაციის დიდი უნარი, რადგან რადიკალურად ცვლად რეალობაში ვცხოვრობთ.
სტატიის წაკითხვა Asia Business Outlook-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები